მოიძებნა 669201 ჩანაწერი
187141.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 1
როცა სკოლა-პანსიონში სწავლობ, მშობლები ბევრს ნიშნავს.
Parents mattered a lot when you were at boarding-school!
187142.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 1
ყველა ცდილობს, დედ-მამით თავი მოიწონოს.
Everyone wanted to be proud of the way their fathers and mothers looked.
187143.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 1
ალბათ, საშინელება იქნება, დედამ რომ სასაცილო შლაპა წამოიდოს თავზე, ან აჩაჩული მამა გამოგყვეს გვერდით.
It was dreadful if a mother came in a silly hat, or if a father came looking very untidy.
187144.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 1
ძვირფასო, კინაღამ უშენოდ წავედით.
My dear, we were just going without you.
187145.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 1
ხომ ყველაფერი ადგილზეა?
Have we really got everything?
187146.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 1
წინა ჯერზე ხუთი მილი როცა გავიარე, მერე გაგახსენდა, რომ დარელის ჩანთა დაგრჩა!
Last time we got five miles on the way and then you said you’d forgotten Darrell’s night-case.
187147.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 1
ყველაფერი თან გვაქვს, მამიკო.
We’ve got everything, Daddy.
187148.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 1
მე თვითონ შევამოწმე ყველა წვრილმანი: სავარცხლები, კბილის ჯაგრისები და პასტები, საღამურები, ჯანმრთელობის ცნობები...
I’ve checked every single thing: brush-and-comb, tooth-brush and paste, night things, health certificates...
187149.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 1
ჩოგბურთის ჩოგნებიც თან მოგვაქვს და საცხენოსნო ჩაფხუტებიც!
Tennis-rackets to carry, and bowler hats for riding!
187150.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 1
ფელისიტამ თვალით გადაამოწმა, ახალი ჩაფხუტი მართლა თუ მოჰქონდათ.
Felicity glanced round to see if her new bowler hat was there, too.
187151.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 1
ყველანი მანქანაში მოკალათდნენ და ლონდონისკენ დაიძრნენ.
They set off in the car to drive to London.
187152.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 1
ფელისიტას წამით გული მოეწურა, როცა სახლი თვალს მიეფარა.
Felicity’s heart sank a little as her home disappeared from view.
187153.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 1
მთელი სამი თვე ვეღარ ნახავდა მას!
Three whole months before she would see it again!
187154.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 1
დარწმუნებული ვარ, ბილი ისევ თავისი შვიდი ძმის თანხლებით ჩამოვა ცხენით.
I am sure Bill will arrive with all her seven brothers on horseback.
187155.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 1
იცი, რა სანახაობაა, ცხენებს რომ მოაჭენებენ სკოლისკენ.
It’s such a sight to see them all galloping up the school drive.
187156.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 1
ბილი პირველად მშობლებს უნდა ჩამოეყვანათ თურმე მანქანით, მაგრამ თავის ცხენს, ქარიშხალას, მოახტა და გამოიპარა.
Bill was supposed to come in her parents’ car the first term she came, but she slipped off, got her horse, Thunder.
187157.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 1
ყველა ძმა გამოიყოლა, ისინიც – თავ-თავიანთი ცხენებით.
She came with all her brothers on their horses, too!
187158.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 1
ბილის ნამდვილი სახელი ხომ ვილჰელმინაა? – გაახსენდა ფელისიტას.
Bill’s real name is Wilhemina, isn’t it? said Felicity, remembering.
187159.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 1
ზოგიერთი, – მიუგო დარელმა.
Some of them, said Darrell.
187160.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 1
რა თქმა უნდა, დირექტორი არა.
Not the Head, of course.