მოიძებნა 669201 ჩანაწერი
187341.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 3
ნეტავ და ან ბიძაშვილი მყოლოდა, როცა აქ პირველად ჩამოვედი!
I know I’d have been glad to have a sister or a cousin here, the first I came.
187342.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 3
ჯუნა მყარად დგას საკუთარ ფეხებზე, – თქვა ალისიამ.
June can stand on her own feet very well, said Alicia.
187343.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 3
ჯიუტი და მიზანდასახული პატარა მაიმუნია.
She’s a hard and determined little monkey.
187344.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 3
მიჩვეულია ყველაფრის თავის ჭკუაზე კეთებას.
She’ll always find things out for herself.
187345.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 3
ენით ნაკვერჩხალს იღებს!
She can talk the hind leg off a donkey.
187346.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 3
არ მომწონს, რასაც ამბობ, – თქვა დარელმა, –იმედია, ფელისიტას თავისი გავლენის ქვეშ არ მოაქცევს.
I don’t like the sound of her much, said Darrell, hoping that June wouldn’t take Felicity under her wing.
187347.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 3
თუმცა იმედი მაქვს, ჩემს დას თავადაც არ მოეწონება ასეთი ვინმე.
Surely my sister wouldn’t like anyone like her!
187348.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 3
ცოტა თავნებაა.
She’s a bit brazen.
187349.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 3
დარელმა ალისიას შეხედა.
Darrell looked at Alicia.
187350.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 3
ალისია მართლაც გამოირჩეოდა ენამწარეობითა და თავნებობით, თუმცა მელორი ტაუერსში გატარებულმა წლებმა გვარიანად შეცვალეს უკეთესობისკენ.
Certainly Alicia was sharp-tongued and hard, though her years at Malory Towers had done a great deal to soften her.
187351.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 3
თუ მოინდომებდა, ნებისმიერ რამეში ყველას ადვილად აჯობებდა.
She could always beat anyone else if she wanted to, without any effort at all.
187352.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 3
დარელს ვერც კი წარმოედგინა, ალისია უბრალო გაციებას ან თავის ტკივილს შეეწუხებინოს ოდესმე.
Darrell didn’t think Alicia had ever had even a chilblain or a headache in her life.
187353.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 3
დარელმა გადაწყვიტა, რაც შეიძლება ხშირად მოენახულებინა ფელისიტა.
Darrell determined to see as much of Felicity as she could.
187354.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 3
სულაც არ უნდოდა, ალისიას თავნება ბიძაშვილს თავის ჭკუაზე ეტარებინა ფელისიტა.
She wasn’t going to have Felicity taken in tow by any brazen cousin of Alicia’s.
187355.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 3
დარელს მისი დაცვის მოთხოვნილება კიდევ უფრო გაუმძაფრდა.
Darrell felt quite fiercely protective towards her.
187356.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 3
დარელმა საძინებელს თვალი მოავლო და დაბრუნების სიხარულმა მოიცვა.
Darrell looked round her dormy, glad to be back.
187357.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 3
მშვენიერი საძინებელი იყო, ზღვის ლამაზი ხედით.
It was a nice dormy, with a lovely view of the sea.
187358.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 3
ტალღების დგაფუნი გოგონების ყურამდე აღწევდა.
Far away the girls could hear the faint plash plash of waves on the rocks.
187359.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 3
დარელს სკოლის საცურაო აუზი გაახსენდა და გული კმაყოფილებით აევსო.
Darrell thought joyfully of the lovely swimming pool, and her heart lifted in delight.
187360.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 3
საერთო საძინებელში ჩამწკრივებულ საწოლებს ფერადი გადასაფარებელი ეფარა.
The beds stood in a row along the dormy, each with its own coloured eiderdown.