მოიძებნა 669201 ჩანაწერი
187401.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 3
სად უნდა ყოფილიყო?
Where was she?
187402.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 3
მართალია, მეოთხეკლასელების სუფრასთან არა, მაგრამ ახლომახლო კი უნდა ეტრიალა, რომ მას გამოლაპარაკება მოეხერხებინა.
She couldn’t have her at the Upper Fourth table, of course, but she hoped she would be near enough to say a word to.
187403.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 3
ჯუნა რაღაცას გატაცებით უყვებოდა, ფელისიტა კი მონუსხული უსმენდა.
June was talking to her animatedly, and Felicity was listening, enthralled.
187404.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 3
ალისიამ თვალი შეასწრო, დარელი ფელისიტასა და ჯუნას რომ მიშტერებოდა.
Alicia saw Darrell looking across at Felicity and June.
187405.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 3
მალე მოშინაურდნენ.
They’ve soon settled in!
187406.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 3
შეხედე, პატარა ფელისიტა ჯუნას როგორ უსმენს.
Look at young Felicity listening to June.
187407.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 3
დარელს გაახსენდა, რა ინტერესითა და ხალისით ყვებოდა ალისია, თავის მხიარულ და ოინბაზ ძმებზე გაუთავებლად.
Darrell remembered how interesting and amusing Alicia could be when she produced one of her endless yarns about her happy-go-lucky, mischievous brothers.
187408.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 3
წარმოიდგინა, რომ ჯუნაც მსგავს რამეებს ჰყვებოდა და გული დასწყდა, რომ ფელისიტას დარელი თანდათან უფრო ნაკლებად სჭირდებოდა.
She supposed that June tald the same—but all the same she felt rather hurt that Felicity should apparently need Darrell so little.
187409.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 3
არა უშავს, თუ თვითონ ფიქრობს, რომ მარტოც მშვენივრად გაიკაფავს გზას, იყოს ასე.
Well, if she thinks she can get on by herself, all right!
187410.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 3
აჩვენებს აუზს, ბაღს, საჯინიბოს და ყველაფერს, რის ჩვენებასაც დიდი ხანია თავად გეგმავდა.
She will show the swimming-pool, the gardens, the stables, and all the things I’d planned to show her.
187411.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 3
ვახშმის შემდეგ ფელისიტასაც ძალიან უნდოდა დარელის ნახვა და რაღაცების კითხვა, მაგრამ როგორც კი წასასვლელად გაიწია, ჯუნამ მოქაჩა.
Felicity badly wanted to go to Darrell after supper and ask her a few things, but as soon as she said she was going, June pulled her back.
187412.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 3
არ იცი, როგორ სძულთ დიდებს, როცა უმცროსი და-ძმები კუდში დასდევენ.
Don’t you know how the older ones hate having young sisters and brothers tagging after them?
187413.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 3
რა საშინელებაა!
How horrid of her!
187414.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 3
დარელი ასეთი არაა.
Darrell’s not like that.
187415.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 3
ანდა რატომ უნდა შევაწუხოთ?
And why should they be bothered with us?
187416.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 3
ჩვენით უნდა შევძლოთ ფეხზე დადგომა.
We’ve got to learn to stand on our own feet.
187417.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 3
დაელოდე, თუ უნდა, თვითონ მოვა დარელი შენთან.
You wait till Darrell comes over to you.
187418.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 3
თუ არ მოვა, ესე იგი, არ უნდა, რომ შეაწუხო.
If she doesn’t, you’ll know she doesn’t want to be bothered.
187419.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 3
ხოლო თუ მოვა, უნდა აგრძნობინო, რომ მასზე დამოკიდებული არ ხარ და სულაც არ გინდა მისი ფრთების ქვეშ ყოფნა.
And if she does, well don’t make her feel you’re dependent on her and want taking under her wing.
187420.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 3
ასე უფრო დაგაფასებს და თანასწორად ჩაგთვლის.
She’ll respect you much more if you stand on your own feet.