მოიძებნა 669201 ჩანაწერი
187361.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 3
ოთახის ერთ ბოლოს ცხელი და ცივი წყლის რამდენიმე ონკანი და ნიჟარა იყო დამონტაჟებული.
At the ends of the dormy were hot and cold water taps and basins.
187362.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 3
ერთ-ერთ პირსაბანთან აირენი ჭყუმპალაობდა – ცდილობდა, მგზავრობის მტვერი მოეშორებინა.
Irene was splashing in one basin, removing the dust of the journey.
187363.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 3
ის ყოველთვის სხვებზე მეტად დასვრილი ჩამოდიოდა.
She always arrived dirtier than anyone else.
187364.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 3
ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ეს დაბნეული გოგონა მუსიკისა და მათემატიკის გენიოსი იყო.
No one would ever guess that the scatter-brain was a perfect genius at music and maths.
187365.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 3
სხვა საგნებსაც ძალიან კარგად სწავლობდა.
She was quite good at her other lessons too!
187366.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 3
აირენი ყველას უყვარდა და თანაც ყველა დასცინოდა.
Everyone liked Irene, and everyone laughed at her.
187367.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 3
ახლა თან იბანდა და თან რაღაც მელოდიას ღიღინებდა განუწყვეტლივ.
She was humming a tune now as she washed.
187368.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 3
ოჰ, აირენ, ნუთუ მთელი კვირა მოგვიწევს მაგ მელოდიის მოსმენა?! – აწუწუნდა გონდოლინა, რომელიც გამუდმებით ჩიოდა, აირენის ღიღინი ნერვებს მიშლისო.
Oh, Irene—don’t say we’re going to have that tune for weeks, groaned Gwendoline, who always complained that Irene’s continual humming got on her nerves.
187369.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 3
აირენს არც კი მიუქცევია ყურადღება.
Irene took no notice at all.
187370.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 3
აირენ, – დაიწყო მან, მაგრამ ამ დროს კარი გაიღო და დიასახლისი შემოვიდა ორი გოგოს თანხლებით.
Irene, she began, but at that moment the door opened and in came two new girls, ushered by Matron.
187371.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 3
გოგონებო, გაიცანით, ტყუპი დები, გვარად ბატენები.
Girls—here are the Batten twins.
187372.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 3
ისინიც მეოთხეკლასელები არიან და ამ საძინებელში იცხოვრებენ.
They are fourth-formers and will be in this dormy.
187373.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 3
სელი და დარელ, მიხედეთ, კარგი?
Look after them, Sally and Darrell, will you?
187374.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 3
კონიმ გულღიად გაიღიმა და ყველას თავი დაუკრა.
Connie smiled broadly and nodded to everyone.
187375.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 3
დის ზურგს ამოფარებულმა რუთმა კი ძლივს გაბედა, თავი აეწია და იქაურობა შეეთვალიერებინა.
Ruth hardly raised her head to look round, and as soon as she could she stood a little way behind her sister.
187376.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 3
გამარჯობა, ტყუპებო! – თქვა ალისიამ.
Hallo, twins! said Alicia.
187377.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 3
კეთილი იყოს თქვენი ფეხი ამ სკოლის საუკეთესო საძინებელში!
Welcome to the best dormy in the school!
187378.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 3
აი, თქვენი საწოლები, ერთმანეთის გვერდიგვერდ.
Those must be your beds up there—the two empty ones together.
187379.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 3
ხელბარგი ხომ გაქვთ?
Got your night-cases?
187380.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 3
კარგია, შეგიძლიათ, ახლავე ამოალაგოთ.
Well, if you’d like to unpack them now, you can.