მოიძებნა 669201 ჩანაწერი
187381.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 3
ვახშამი მალე იქნება.
Supper will be ready soon.
187382.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 3
ნებისმიერ წამს შეიძლება ზარი დარეკონ.
The bell will go any minute.
187383.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 3
საშინლად მომშივდა.
I’m frightfully hungry.
187384.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 3
ჩაის შემდეგ საუკუნე გავიდა.
It’s ages since we had tea.
187385.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 3
პირველ საღამოს საოცარ ვახშამს გვიმზადებენ.
we get a wizard supper the first evening.
187386.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 3
უკვე სუნსაც კი ვგრძნობ.
I can smell it now!
187387.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 3
კონიმ და რუთმა ცხვირები მაღლა ასწიეს და ჰაერი ხარბად შეიყნოსეს.
Connie and Ruth put their noses in the air and sniffed hungrily.
187388.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 3
რუთმა მხოლოდ რამდენიმე ნივთი ამოიღო.
Ruth picked up a few things.
187389.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 3
ესენი ჩვენი კომოდები იქნება, ჩვენივე საწოლების გვერდით, – გამოუცხადა კონიმ და ნივთების შენახვა დაიწყო.
These must be our drawers, next to our beds, said Connie, and began to put away all the things.
187390.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 3
მოდი, რუთ, ჯერ დავიბანოთ.
Come on, Ruth, we’d better wash.
187391.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 3
როცა პირსახოცით ხელ-პირს იმშრალებდნენ, ზარმაც დარეკა.
Just as they were towelling themselves dry, the bell went.
187392.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 3
ამას მხიარული ყიჟინა მოჰყვა.
There was a loud chorus of joy.
187393.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 3
როგორც ვატყობ, გასაგიჟებელი ვახშამი გველის!
I hope there’s a smashing supper.
187394.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 3
მე შევჭამდი შემწვარ იხვს, მწვანე მუხუდოს, ახალ კარტოფილსა და დესერტად ფუმფულა პუდინგს დავაყოლებდი, – თქვა ბელინდამ.
I could do with roast duck, green peas, new potatoes, treacle pudding, said Belinda.
187395.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 3
ვახშამი მართლაც დიდებული დაუხვდათ – ცივი ლორი პომიდვრით, ნაირ-ნაირი სალათები, ქერქიანად შემწვარი კარტოფილი, ცივი ვაშლის ღვეზელი ნაღებით, ორცხობილა და კარაქი სურვილის მიხედვით.
But all the same there was a most delicious supper that first night—cold ham and tomatoes, great bowls of salad, potatoes roasted in their jackets, cold apple pie and cream, and biscuits and butter for those who wanted it.
187396.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 3
თუ სულ ასეთი საჭმელი იქნება, სწორედ რომ გამიმართლა.
If this is the kind of food we get here, we’ll be lucky!
187397.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 3
არ მინდა, იმედი გაგიცრუო, მაგრამ უნდა იცოდე, რომ ასეთ კარგ საჭმელებს მხოლოდ სემესტრის პირველ და ბოლო საღამოს გვაჭმევენ.
I don't want to disappoint you, but I feel I must warn you that first night and last-night suppers are the only good ones you’ll get in any term.
187398.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 3
ტყუპებო, ხვალ მოგიწევთ, მხოლოდ კარაქიანი პურითა და კაკაოთი ივახშმოთ.
Tomorrow night, twins, you’ll have bread and cocoa.
187399.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 3
როგორც ყოველთვის, ალისია ახლაც აჭარბებდა, რამაც ტყუპები, ცხადია, შეაშფოთა.
As usual Alicia was exaggerating, and the twins looked rather alarmed.
187400.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 3
დარელმა ისევ ფელისიტას დაუწყო ძებნა.
Darrell looked round for Felicity again.