მოიძებნა 669201 ჩანაწერი
187421.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 3
ალბათ, მართალი ხარ, ჯუნა.
Perhaps you’re right, June.
187422.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 3
ხშირად მომისმენია, როგორ დასცინის დარელი ისეთებს, ფეხზე მყარად დგომა რომ არ შეუძლიათ და თავისით ვერ იღებენ გადაწყვეტილებებს.
I’ve often heard Darrell speak scornfully of people who can’t stand on their own feet, or make up their own minds.
187423.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 3
ესეც არ იყოს, სხვა ახალბედებს სად ჰყავთ უფროსი დები აქ?!
After all—most new girls haven’t got sisters to see to them.
187424.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 3
ჯუნამ მოწონებით გადახედა ფელისიტას და მანაც კმაყოფილება იგრძნო.
June looked at Felicity so approvingly that she couldn’t help feeling pleased.
187425.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 3
აი, დარელიც მოდის.
Here comes Darrell.
187426.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 3
ახლა მის მხარზე არ აქვითინდე!
Now, don’t weep on her shoulder.
187427.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 3
ფელისიტა, ხომ ყველაფერი კარგადაა?
Getting on all right?
187428.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 3
დახმარება ან რჩევა ხომ არ გჭირდება?
Want any help or advice with anything?
187429.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 3
გმადლობ, დარელ, მშვენივრად მოვეწყვე.
Thanks awfully, Darrell—but I’m getting on fine.
187430.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 3
არ გინდა, საცურაო აუზი გაჩვენო?
Like to come and see the swimming-pool?
187431.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 3
დარელს დავიწყებოდა, რომ პირველკლასელებს ვახშმის შემდეგ დაუყოვნებლივ დასაძინებლად უშვებდნენ პირველ ღამეს.
Darrell had forgotten that the first-formers had to go to bed almost immediately after supper on the first night.
187432.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 3
ჯუნას გაეგო ამის შესახებ.
June knew it.
187433.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 3
მან ფელისიტას მაგივრად უპასუხა.
She answered for Felicity.
187434.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 3
ჩვენ ახლა დასაძინებლად უნდა წავიდეთ, ამიტომ ფელისიტა დღეს ვეღარ მოახერხებს აუზის ნახვას.
We’ve got to go to bed, so Felicity won’t be able to see the pool tonight.
187435.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 3
მე ფელისიტას ველაპარაკები და არა შენ!
I was speaking to Felicity, not to you.
187436.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 3
მეოთხეკლასელის თავდაჯერებული ტონით უპასუხა დარელმა.
Said Darrell, in the haughty tones of a fourth-former.
187437.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 3
თავი დიდი ვინმე ნუ გგონია, ჯუნა!
Don’t get too big for your boots, June.
187438.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 3
მერე ფელისიტას მიუბრუნდა და ცივად მიმართა.
She turned to Felicity and spoke rather coldly.
187439.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 3
მიხარია, რომ კარგად აუღე ალღო აქაურობას, ფელისიტა.
Well, I’m glad you’re settling down, Felicity.
187440.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 3
ვწუხვარ, რომ ჩემს საძინებელში არ მოგათავსეს, თუმცა იქ ხომ მხოლოდ მეოთხეკლასელები არიან.
Sorry you’re not in my dormy, but only fourth-formers are there, only.