მოიძებნა 669201 ჩანაწერი
187461.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 4
წარმატებები, მავი, – უთხრა დარელმა.
Good luck to you, Mavis, said Darrell.
187462.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 4
გაახსენდა, ყველა რომ ფიქრობდა, ეს გოგო ხმის იქით არაფერიაო.
She remembered that they had all thought the girl was a Voice and nothing else at all.
187463.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 4
ის ნამდვილად იმსახურებს ხმის დაბრუნებას.
She deserves to get her voice back again.
187464.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 4
ვისია ეს საწოლი?
Who’s this bed for?
187465.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 4
ზედ არავის ნივთები არ დევს.
There are nobody’s things here.
187466.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 4
გოგონებმა ჯერ ერთმანეთი გადათვალეს, მერე – საწოლები.
The girls counted themselves and then the beds.
187467.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 4
ალბათ ახალი გოგო შემოგვემატება.
There must be another new girl coming.
187468.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 4
ხვალ ვიკითხოთ, – დაამთქნარა ალისიამ.
We’ll ask tomorrow, said Alicia, yawning.
187469.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 4
ტყუპებო, როგორ მოეწყვეთ?
How are you getting on, twins?
187470.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 4
თავაზიანად უპასუხა ორმა ახალმ გოგონამ.
The two new girls answered politely.
187471.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 4
მათ ებანავათ, კბილები გაეხეხათ, თმა დაევარცხნათ და უკვე საწოლებში გაშოტილიყვნენ.
They had washed, cleaned their teeth, brushed their hair, and were already in bed.
187472.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 4
დარელი გაახალისა იმის ყურებამ, როგორ ზრუნავდა კონი რუთზე, თითქოს უმცროსი და ყოფილიყო.
Darrell had been amused to see that Connie had looked after Ruth as if she had been a younger sister.
187473.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 4
კონის სახე უფო მრგვალი და პუტკუნა ჩანდა.
Connie’s face was plump and round.
187474.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 4
მეორე დას, რუთს, პატარა, გულის ფორმის სახე მოუჩანდა საბნიდან, თმა კონისავით ხორბლისფერი ჰქონდა, მაგრამ ტალღოვანი.
The other sister, Ruth, had a small heart-shaped face, and her hair, corn-coloured as Connie’s, was wavy.
187475.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 4
მათაც ღიმილით უპასუხეს.
They grinned back.
187476.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 4
ჯობდა, ერთმანეთს ჰგვანებოდნენ – ასე უფრო სახალისო იქნებოდა.
She wished they had been absolutely alike though—that would have been fun!
187477.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 4
მაგრამ აშკარად სრულიად განსხვავებულები იყვნენ.
But they were really very unalike indeed.
187478.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 4
გოგონებმა მთქნარებას უმატეს და ერთმანეთის მიყოლებით შეგორდნენ საწოლებში.
One by one the girls got yawning into bed and snuggled down.
187479.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 4
ბევრმა მათგანმა საბანი ნახევრად გადაიფარა, რადგანაც მაისის თბილი საღამო იდგა.
Most of them threw their eiderdowns off, because the May night was warm.
187480.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 4
ქალბატონმა პოტსმა შემოიხედა.
Miss Potts looked in.