მოიძებნა 669201 ჩანაწერი
187541.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 5
ამ კლასში ხომ მეტისმეტად ბევრ გულმავიწყ მოსწავლეს მოეყარა თავი!
There were such a lot of scatter-brains in this form!
187542.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 5
სულელი არცერთი არ იყო, გარდა გონდოლინასი.
They are none of them really stupid, except Gwendoline.
187543.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 5
მავიც საგრძნობლად გამოსწორდა, ასევე – ბილიც.
Mavis has picked up wonderfully, so has Bill.
187544.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 5
მის კლასში მხოლოდ ჩრდილოეთის კოშკის ბინადრები როდი იყვნენ – ყველა კოშკის მეოთხეკლასელს აქ მოეყარა თავი.
Her form did not only consist of the North Tower girls, but of the fourth formers from the other towers.
187545.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 5
ბეტი ჰილი, ალისიას მეგობარი, ალისიასავით ენაკვიმატი კი იყო, მაგრამ მასავით გონების სისხარტით ვერ დაიკვეხნიდა.
Betty Hill, Alicia’s friend, she was as quick-tongued as Alicia, but not as quick-brained.
187546.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 5
ის დასავლეთის კოშკში ცხოვრობდა და ალისიასთან ერთად ხშირად ბუზღუნებდა, რომ უგულო დირექციამ მათ ჩრდილოეთის კოშკში ცხოვრების ნება არ დართო.
She came from West Tower, and Alicia and she had often groaned because the authorities were so hard-hearted that they would not let them to live in North Tower!
187547.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 5
დირექტორმა, ქალბატონმა გრეილინგმა, ერთხელ ჩრდილოეთის კოშკის გამგეს, ქალბატონ პოტსს სთხოვა, თუ შესაძლებელი იყო, ბეტი ჰილი ჩრდილოეთის კოშკში გადაეყვანა, რადგან მისმა მშობლებმა ასე ითხოვეს.
Miss Grayling, the Headmistress, had once asked Miss Potts, North Tower’s house-mistress, if she should change Betty Hill over to North Tower, as Betty’s parents had actually written to ask if she would.
187548.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 5
მხოლოდ ალისიასთან გამკლავება შეიძლება, – მიუგო ქალბატონმა პოტსმა, – ასევე მხოლოდ ბეტისთან, მაგრამ ორივეს ერთ სახლში ატანა შეუძლებელი იქნება!
I can manage Alicia alone, said Miss Potts, or even Betty alone—but to have those two together in one house would be quite impossible.
187549.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 5
ვერც მე და ვერც მადმუაზელი მოსვენებას ვეღარ ვეღირსებით!
I should never have a moment’s peace—and neither would Mam’zelle.
187550.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 5
სრულიად გეთანხმებით, – მიუგო ქალბატონმა გრეილინგმა.
I agree with you, said Miss Grayling.
187551.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 5
მეოთხეკლასელები ლოცვას დაესწრნენ და მერე სიხარულით გაეშურნენ საკლასო ოთახისკენ.
The North Tower fourth-formers went eagerly to their classroom after Prayers.
187552.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 5
პირველ დღეს მერხები უნდა ამოერჩიათ, შიგ საკუთარი ნივთები ჩაეწყოთ, დაფა გაესუფთავებინათ, ფანჯრიდან ხედები შეემოწმებინათ და კიდევ ათასი რამ იყო, რასაც ასეთ დროს აკეთებდნენ ხოლმე.
They wanted to choose their desks, and to sort out their things, to look out of the window, clean the blackboard, and do the hundred and one things they had done together so often before.
187553.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 5
ტყუპები იდგნენ და ელოდნენ, სხვა გოგონები როდის დაამთავრებდნენ მერხების ამორჩევას.
The twins stood and waited till the other girls had chosen their desks.
187554.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 5
კარგად იცოდნენ, რომ მათზე ადრე არ უნდა აერჩიათ.
They knew enough not to choose till then.
187555.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 5
ბოლოს მხოლოდ რამდენიმე მეხრი დარჩა, ორი აღმოსავლეთის კოშკის გოგოებისთვის, რომლებიც ჯერ არ მოსულიყვნენ, ერთი კლარისასთვის და ორიც მათთვის.
At last, there were very few desks left—only those for two East Tower girls who were still not back, and for Clarissa Carter, and for themselves.
187556.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 5
ჩვენ, რა თქმა უნდა, ერთად უნდა დავსხდეთ, – გამოაცხადა კონიმ და თავისი და რუთის წიგნები ერთმანეთზე გადაბმულ მერხებზე დადო.
We’ll sit together, of course, said Connie, and put her books and Ruth’s on two adjoining desks.
187557.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 5
დარელმა ფანჯრიდან გადაიხედა.
Darrell looked out of the window.
187558.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 5
აინტერესებდა, ფელისიტა დირექტორთან თუ გამოიძახესო.
She wondered if Felicity had been to see Miss Grayling yet.
187559.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 5
ქალბატონი გრეილინგი ყოველთვის ხვდებოდა ახალ გოგონებს და სიტყვით მიმართავდა, რაც დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა მათზე და უბიძგებდა, თავიანთი საუკეთესო თვისებები წარმოეჩინათ.
Miss Grayling saw all the new girls together, and what she said to them always impressed them, and made them determine to do their very best.
187560.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 5
დარელს გაახსენდა, რა დიდი გავლენა მოახდინა თავად მასზე დირექტორის სიტყვებმა და როგორ გაუღვიძა სურვილი, ქვეყნის ღირსეული მოქალაქე დამდგარიყო.
Darrell remembered clearly how impressed she had been, and how she had made up her mind to be one of the worthwhile people of the world.