მოიძებნა 669201 ჩანაწერი
187581.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 5
მან ხომ წინა მერხი იმიტომ აირჩია, რომ მისი აღმატებულება კლარისა კარტერის გვერდით აღმოჩენილიყო!
She had chosen a front desk because she knew that the Honourable Clarissa Carter would have to have one there, too.
187582.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 5
დიდებული იქნებოდა მის გვერდით ყოფნა და მისი დახმარება.
It would be a very good thing to be next to her and help her!
187583.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 5
გოგონა გაწითლდა, მაგრამ არაფერი უთქვამს.
She flushed red, but said nothing.
187584.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 5
ამ დროს ქალბატონი უილიამსი შემოვიდა და გონდოლინა კარისკენ გაიქცა.
Miss Williams came in at that moment and Gwen rushed to the door.
187585.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 5
გაკვეთილები არ ტარდება, მხოლოდ ტესტებს აწერინებენ, ძირითადად იმისთვის, რომ ახალი გოგონების დონე შეამოწმონ.
No proper lessons were done, but tests were given out, principally to check up on the standard of any new girls.
187586.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 5
აირენი ყოველთვის უიმედო მდგომარეობაში ვარდება.
Irene always gave hers up in despair.
187587.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 5
მათემატიკისა და მუსიკის უბადლო მცოდნეს მარტივი პრობლემების გადაჭრა ძალიან უჭირს.
She was so good and neat at both maths and music, she was hopeless at a simple thing.
187588.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 5
აირენი და ბელინდა – ერთი მუსიკის, მეორე კი მხატვრობის უდიდესი ნიჭით დაჯილდოებული – ყოველდღიურ, პრაქტიკულ საკითხებში ოთხი წლის ბავშვის უნარებს ავლენდნენ.
Irene, with her great gift for music, and Belinda, with her equally fine gift for drawing, seemed to become four-year-olds when they had to tackle ordinary everyday things.
187589.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 5
ჩვეულებრივი ამბავი იყო, თუ აირენი საუზმეზე წინდის გარეშე ჩამოვიდოდა, ბელინდა ყველა სახელმძღვანელოს კარგავდა.
It was nothing for Irene to appear at breakfast-time without her stockings, or for Belinda to lose every school book she possessed.
187590.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 5
პირველ დილას ყველა საქმით იყო გართული.
Everyone was busy with something or other that first morning.
187591.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 5
დარელმა კლასის მორიგეობის განრიგი შეადგინა.
Darrell made out a list of classroom duties.
187592.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 5
რაღაც საკითხზე უნდა დაგელაპარაკოთ.
I have something to say to you.
187593.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 5
ალბათ, იმის თქმას აპირებს, ამ სემესტრში ორგანიზატორი ვინ იქნება, – გადაუჩურჩულა სელიმ დარელს.
She’s going to say who’s to be head-girl this term! whispered Sally to Darrell.
187594.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 5
გონდოლინას ყოველთვის იმედი ჰქონდა, რომ თვითონ გახდებოდა კლასის ორგანიზატორი.
Gwendoline always hoped she might be head of the form.
187595.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 5
უმეტესობამ იცით, რომ ჯინამ გასულ წელს აიღო სკოლის სერთიფიკატი და გადავიდა შემდეგ კლასში.
Most of you know that Jean, who passed School Cert. last year, has gone up into the next form.
187596.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 5
ამ საკითხზე ქალბატონ გრეილინგთან, ქალბატონ პოტსთან და ორივე მადმუაზელთან მოვილაპარაკე.
I have discussed the matter with Miss Grayling, Miss Potts and both Mam’zelles.
187597.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 5
დარელი სახეზე წამოენთო და გულმა ბაგაბუგი აუტეხა.
Darrell flushed bright red and her heart beat fast.
187598.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 5
ყველამ ტაშითა და შეძახილებით გამოხატა კმაყოფილება, თვით გონდოლინამაც კი, რომელსაც ეშინოდა, ალისია არ დაენიშნათ.
Everyone clapped and cheered, even Gwendoline, who always dreaded that Alicia might conceivably be chosen one day!
187599.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 5
დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი არჩევანი სწორია.
I am quite sure, that our choice is right.
187600.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 5
არა, ქალბატონო უილიამს, იმედს არ გაგიცრუებთ! – მგზნებარედ წარმოთქვა დარელმა.
No, Miss Williams, I won’t disappoint you, said Darrell, fervently.