მოიძებნა 669201 ჩანაწერი
187641.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 6
ერთადერთი მეოთხეკლასელი იყო, რომელმაც დურგლობა აირჩია.
She was the only fourth-former who chose to learn carpentry.
187642.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 6
ამაყობდა, როცა მამას ჩიბუხი გამოუჩარხა, პატარა ძმას – სათამაშო გემი, დედას კი – ქვაბის სადგამი.
She had already produced a pipe for her father, a ship for her youngest brother, and a bowl-stand for her mother, and was as proud of these.
187643.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 6
არავინ ეგულებოდა ისეთი, ვისთან ერთადაც ეზოში ისეირნებდა ან კუთხეში მიყუჟული იხითხითებდა.
There was no one to ask her for her company on a walk, no one to giggle with in a corner.
187644.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 6
თავს ისე აჩვენებდა, თითქოს არ ანაღვლებდა, მაგრამ ძალიანაც ანაღვლებდა.
She pretended not to mind, but she did mind, very much.
187645.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 6
როგორ გაახარებდა დედას, თუ კარგ მეგობარს შეიძენდა!
How pleased her mother would be if she had a really nice friend!
187646.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 6
გონდოლინას გაახსენდა, მუდმივად როგორ ცდილობდა, რომელიმე გოგოს დამეგობრებოდა.
Gwendoline ran her mind back over the friends she had tried to make.
187647.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 6
პირველი ის პატარა, სულელი მარი-ლუ იყო.
There was Mary-Lou—stupid little Mary-Lou!
187648.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 6
მერე – დეფნე, რომელმაც ერთი სემესტრი კი იმეგობრა მასთან, მაგრამ უცებ მარი-ლუსთან გადაინაცვლა.
There was Daphne, who had seemed to be so very friendly one term, and then had suddenly become friends with Mary-Lou!
187649.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 6
შემდეგ იყო მავი, საოცარი ხმის პატრონი, ოპერის მომღერლობას რომ აპირებდა.
There was Mavis, who had had such a wonderful voice and was going to be an opera singer.
187650.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 6
გონდოლინას გამოჩენილ ადამიანებთან ურთიერთობა უნდოდა.
Gwendoline would have liked such a grand person for a friend.
187651.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 6
მაგრამ მავი ავად გახდა და ხმა დაკარგა.
But Mavis had fallen ill and lost her voice.
187652.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 6
გონდოლინა მწუხარებით იხსენებდა თითოეულ მარცხს.
Gwendoline thought mournfully of all these failures.
187653.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 6
ერთი წამითაც არ უფიქრია, რომ მეგობრების ნაკლებობა მისივე ბრალი იყო.
She didn’t for one moment think that her lack of friends was her own fault.
187654.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 6
ნეტავ თუ ეღირსებს მისნაირ გოგოსთან შეხვედრას, ისეთთან, ვისაც მელორი ტაუერსამდე სხვა სკოლაში არასოდეს უვლია და მასავით შინ გუვერნანტი წვრთნიდა; რომელიც სპორტულ თამაშებს არ თამაშობს, მდიდარი მშობლები ჰყავს და არდადეგებზე თავისთან დამპატიჟებს?!
If only, only, only she could find somebody like herself—somebody who had never been to school before coming to Malory Towers, who had only had a governess, who didn’t play games and somebody who had wealthy parents who would ask her to go and stay in the holidays!
187655.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 6
სწორედ ამიტომ ელოდა გონდოლინა გულის ფანცქალით კლარისას ჩამოსვლას.
So Gwendoline waited in hopes for Clarissa’s arrival.
187656.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 6
დედა, მინდა წარმოგიდგინო მისი აღმატებულება კლარისა კარტერი, ჩემი საუკეთესო მეგობარი!
Mother, I want you to meet the Honourable Clarissa Carter, my best friend!
187657.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 6
კლარისა ჩაის დრომდე არ გამოჩნდა.
Clarissa did not arrive till tea-time.
187658.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 6
გონდოლინა სხვებთან ერთად სუფრასთან იჯდა, ამიტომ ვერც კი შეამჩნია, როგორ მოვიდა დირექტორი უცნობ გოგონასთან ერთად.
Gwendoline was sitting at table with the others, so she did not see her until the Headmistress suddenly appeared with a strange girl.
187659.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 6
გონდოლინამ შეხედა და დიდი ინტერესი არ გამოუხატავს.
Gwendoline looked up without much interest.
187660.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 6
სქელლინზებიანი სათვალე ეკეთა და კბილების გასასწორებელი მავთული ჰქონდა ჩადგმული.
She wore glasses with thick lenses, and had a wire round her teeth to keep them back.