მოიძებნა 669201 ჩანაწერი
187701.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 6
მართალი გითხრათ, რაც მელორი ტაუერსში ჩამოვიდა, ოდნავადაც არ შეცვლილა!
Honestly, I don’t think Gwendoline has altered one bit for the better since she came to Malory Towers!
187702.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 6
მგონი, მართალი ხარ.
I think you’re right.
187703.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 6
აქამდე მეგონა, რომ აქ რამდენიმე სემესტრის გატარება ყველას ცვლიდა უკეთესობისკენ.
I would have thought that being even a few terms here would have made everyone better in some way.
187704.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 6
გონდოლინა კი წლებია, აქაა, მაგრამ ისეთივე ცბიერი და ზარმაცია, როგორიც თავიდან იყო.
And Gwen has been here years—but she’s just the same sly and lazy.
187705.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 6
ვერ ვიტყვი რომ შენში დიდ ცვლილებას გატყობ.
I can’t say I’ve noticed much difference in you!
187706.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 6
ჩემი ფიცხი ხასიათის მოთოკვა კი ვისწავლე.
I’ve conquered my hot temper.
187707.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 6
უკვე კარგა ხანია, აღარ ავფეთქებულვარ.
I haven’t flown out in a rage for terms and terms.
187708.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 6
ეს კი მელორი ტაუერსის დამსახურებაა.
That’s one thing Malory Towers has done.
187709.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 6
ფრთხილად იყავი, დარელ!
You be careful Darrell.
187710.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 6
დარელი შეწინააღმდეგებას აპირებდა, მაგრამ რაღაც გაახსენდა და ლოყები შეეფაკლა.
Darrell was about to deny this stoutly, but she felt her cheeks going red.
187711.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 6
მაგრამ ეს ბევრს არაფერს ნიშნავს, თუ ის ნამდვილი გაცეცხლებით არ დამთავრდება.
There was nothing wrong in that—so long as she didn’t lose her temper.
187712.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 6
ახლა შენ დაგიკვესებ თვალებს, ალისია, – სიცილით უპასუხა მან.
I’ll ‘glint’ at you in a minute, Alicia, she said, with a laugh.
187713.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 7
მეოთხეკლასელები მალე სწავლას შეუდგნენ.
The Upper Fourth soon began to settle down to its work.
187714.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 7
ქალბატონი უილიამსი კარგი მასწავლებელი გახლდათ.
Miss Williams was a fine teacher.
187715.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 7
სიმართლე თუ გინდათ, მადმუაზელ რუჟიე უფრო კარგი მასწავლებელი იყო, მაგრამ უკეთეს შედეგს მაინც მადმუაზელ დიუპონი აღწევდა, რადგან მოსწავლეებს მეგობრულად ეპყრობოდა და კარგი იუმორის გრძნობაც ჰქონდა.
Actually Mam’zelle Rougier was the better teacher, plump little Mam’zelle Dupont got better results because she was friendly and had a great sense of humour.
187716.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 7
მიმდინარე სემესტრში ნამდვილი ბრძოლა გაიმართა ამ ორ ფრანგს მასწავლებელს შორის.
This term there was an armed truce between the two French mistresses.
187717.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 7
ამიტომ ხშირად დამცინავად მიმართავდა გონდოლინას, რათა ნამუსზე შეეგდო და სწავლა ეიძულებინა, მაგრამ, საბოლოოდ, თავიც შეაზიზღა.
So she used her sarcastic tongue on Gwendoline a good deal these days, to try and whip her into some show of work, and Gwen hated her.
187718.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 7
გოგონები შფოთავდნენ, რადგან აუარებელი სამეცადინო ჰქონდათ.
The girls grumbled because they had to work so hard.
187719.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 7
როდისღა შევძლებთ ცურვას, ჩოგბურთის თამაშს ან, უბრალოდ, ეზოში გართობას?!
Just when we want to go swimming, and play tennis, and laze about in the courtyard.
187720.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 7
ამ საღამოს გარეთ უნდა გავიტანო წიგნები, სუფთა ჰაერზე.
I shall take my prep out into the open air tonight.