მოიძებნა 669201 ჩანაწერი
187661.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 6
ერთადერთი, რაზეც ყურადღების მიქცევა ღირდა, მისი თმა იყო – სქელი, ტალღოვანი, მოწითალო-წაბლისფერი.
Her only beauty seemed to be her hair, which was thick and wavy, and a lovely auburn colour.
187662.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 6
გონდოლინამ კიდევ ერთი ნაჭერი კარაქიანი პური აიღო და ჯემს დაუწყო ძებნა.
Gwendoline took another slice of bread-and-butter and looked for the jam.
187663.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 6
ახალმოსულ გოგოს ეტყობოდა, რომ ძალიან ღელავდა – კანკალებდა.
The new girl was so nervous that she was actually trembling!
187664.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 6
დარელმა ეს შენიშნა და შეებრალა.
Darrell noticed this and was sorry for her.
187665.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 6
თვითონაც ხომ ასე ცახცახებდა, როცა პირველად ჩამოვიდა და ამდენი უცხო გოგონა ერთად დაინახა.
She too had felt like trembling when she first came, and had faced so many girls she didn’t know.
187666.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 6
დარელის გასაოცრად, თავად ქალბატონმა გრეილინგმა მოაცილა გოგონა მეოთხეკლასელების სუფრამდე.
To Darrell’s surprise Miss Grayling brought the girl up to the Upper Fourth table.
187667.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 6
მადმუაზელ დიუპონი ჩაის ფინჯნით ხელში სუფრის თავში აპირებდა დაჯდომას.
Mam’zelle Dupont was taking tea and sat at the head.
187668.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 6
შეგიძლიათ, ადგილი გამოუძებნოთ და ჩაი მიართვათ?
Can you find a seat for her and give her some tea?
187669.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 6
მერე, ალბათ, თქვენი კლასის ორგანიზატორი იზრუნებს მასზე.
Then perhaps your head-girl can look after her.
187670.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 6
გონდოლინას გაოცებისგან კინაღამ კარაქიანი პური გაუვარდა.
Gwendoline almost dropped her bread-and-butter in surprise.
187671.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 6
ცოტაც და, შანსს გაუშვებდა ხელიდან!
She had nearly missed her chance!
187672.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 6
როგორ იფიქრებდა, რომ სწორედ ეს პატარა და უშნო გოგო აღმოჩნდებოდა კლარისა?!
Could this small, ugly girl really be Clarissa?
187673.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 6
და რადგან ასე იყო, სასწრაფოდ უნდა შეესრულებინა თავისი გეგმა!
It was, so she must hurry up and put her plan into action.
187674.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 6
გონდოლინას გვერდით ადგილი თავისუფალი იყო, ამიტომ ისე წამოხტა, კინაღამ ცხელი ჩაი გადაასხა დეფნეს.
There was a space beside Gwendoline and she stood up in such a hurry that she almost knocked over Daphne’s cup of hot tea.
187675.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 6
კლარისას ჩემ გვერდით შეუძლია დაჯდეს.
Clarissa can sit by me.
187676.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 6
აქ თავისუფალი ადგილია!
There is room here.
187677.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 6
კლარისას, რადგან საშუალება მიეცა, დამჯდარიყო, სწრაფად დაეშვა სკამზე გონდოლინას გვერდით.
Clarissa, only too glad to sit down, she sank gladly into the place beside Gwendoline.
187678.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 6
ალისიამ დარელს იდაყვი გაჰკრა.
Alicia nudged Darrell.
187679.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 6
დარელმა ჩაიცინა.
Darrell chuckled.
187680.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 6
კლარისასკენ ხშირ-ხშირად იხრებოდა და მეგობრულად უღიმოდა.
She leant towards Clarissa and smiled in a most friendly way.