მოიძებნა 669201 ჩანაწერი
187901.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 8
გაიფიქრა დარელმა და გაახსენდა, როგორ მოსწონდა ალისია თავიდან, რა საოცარ ვინმედ ეჩვენებოდა მელორი ტაუერსში ჩამოსვლის პირველ წელს.
Darrell thought to herself, remembering how wonderful she had thought Alicia in her first term at Malory Towers.
187902.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 8
სხვა არავინ მოგწონს, ფელისიტა?
Isn’t there anyone else you like, Felicity?
187903.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 8
თითქმის ყველა მომწონს ჩემს კლასში.
I like most of my form.
187904.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 8
მათ ჯუნა არ ეხატებათ გულზე.
They don’t seem to like June much.
187905.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 8
ერთი გოგოა, სუზანი, ძალიან მომწონს.
There’s one girl I like awfully—her name’s Susan.
187906.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 8
ორი სემესტრი აქვს აქ გატარებული.
She’s been here two terms.
187907.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 8
საოცრად თამაშობს ლაკროსს და სპორტდარბაზშიც მაგარია.
Plays lacrosse awfully well—and she’s good at gym, too.
187908.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 8
მიხარია, სუზანი თუ მოგწონს.
I’m glad you like Susan.
187909.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 8
რატომ არ მეგობრობთ თქვენ სამნი – შენ, სუზანი და ჯუნა?
Why don’t you make a threesome—you and June and Susan?
187910.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 8
არ მომწონს ჯუნა და არ მინდა, შენი ერთადერთი მეგობარი იყოს.
I don’t think June’s a good person to have for an only friend.
187911.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 8
რატომ? შენ ხომ არ იცნობ მას?
Why, you don’t even know her!
187912.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 8
თანაც, მას არ უნდა სუზანთან მეგობრობა.
Anyway, she wouldn’t want Susan in a threesome!
187913.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 8
ზარის ხმა შორიდან მოისმა.
A bell rang in the distance.
187914.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 8
აბა, საღამოს გნახავ!
Well, see you this evening.
187915.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 8
კლდეზე ავიდეთ, ოღონდ ჯუნა არ წამოიყვანო!
We’ll go on the cliffs—but don’t you go and bring June, mind!
187916.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 8
მაგრამ სამწუხაროდ, იმ საღამოს გოგონებს კრება ჩაუტარდათ და დარელს მასზე დასწრება მოუხდა.
But alas, that evening a meeting was called of all the girls, and Darrell had to go to it.
187917.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 8
უნდოდა, მცირე დრო მაინც გამოენახა ფელისიტასთან სალაპარაკოდ.
She wondered if she could possibly squeeze time in for even a short walk with Felicity.
187918.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 8
უმცროს დასთან ეს ამბავი მეორეკლასელს დააბარა.
She sent a message to her sister by a second-former.
187919.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 8
ჰეი, ფელისიტა, კლასის ორგანიზატორმა, დარელ რივერსმა დამაბარა, პაწაწინა დის გასასეირნებლად არ მცალიაო.
Hey, Felicity, compliments from Head-Girl Darrell Rivers, and she says she can’t take baby sister for a walky-walk tonight!
187920.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 8
ძალიან კარგად ვიცი, ასე არ უთქვამს!
You know jolly well she didn’t say that!