მოიძებნა 669201 ჩანაწერი
187921.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 8
რა გითხრა?
What did she say?
187922.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 8
ფელისიტამ დანაბარები სწორად გაიგო, მაგრამ გული დასწყდა.
Felicity translated the message correctly and was disappointed.
187923.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 8
დარელს არ სცალია, რომ დღეს გავისეირნოთ.
Darrell can’t go for a walk tonight.
187924.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 8
ალბათ, კრება აქვს, ან რაღაც ასეთი.
I suppose she’s got a meeting or something.
187925.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 8
ხომ გითხარი, მეოთხეკლასელებს, დარელსა და ალისიას ვგულისხმობ, ჩვენი დარდი სულაც არა აქვთ!
I tell you, these fourth-formers, like Alicia and Darrell, don’t want to be bothered with us.
187926.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 8
მოდი, ჩვენ გავისეირნოთ საღამოს!
Come on—we’ll go for a walk tonight!
187927.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 9
დარელს კლარისას საკითხი ერთი-ორი დღით მიავიწყდა.
Darrell forgot about Clarissa for a day or two.
187928.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 9
ვერც კი წარმოიდგენდა, კლასის ორგანიზატორებს ამდენი მოვალეობა თუ ეკისრებოდათ.
Head-girls seemed to have quite a lot of duties Darrell hadn’t thought of.
187929.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 9
თანაც, სამეცადინოც თავსაყრელი ჰქონდა.
And there was such a lot of prep to do.
187930.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 9
ამასობაში გონდოლინა ძალიან დაუახლოვდა კლარისას.
Gwendoline now had Clarissa very firmly attached to her side.
187931.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 9
კლასში მის გვერდით იჯდა და დახმარებას სთავაზობდა.
She sat next to her in class, and offered to help her.
187932.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 9
რბილი ხასიათის მარი-ლუ ადვილად დაიყოლია და საწოლი გაუცვალა.
She had persuaded soft-hearted Mary-Lou to change beds with her.
187933.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 9
ის ხომ სკოლაში არასოდეს ყოფილა აქ ჩამოსვლამდე, მარი-ლუ, ისევე როგორც მე, ამიტომ შემიძლია, კარგად გავუგო.
She’s never been to school before, you see, Mary-Lou, and as I hadn’t either, before I came here, I do understand how she feels.
187934.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 9
განსაკუთრებით ღამით გრძნობ თავს ცუდად.
It’s at night you feel things worst.
187935.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 9
ჰოდა, მის გვერდით ვიქნები და დავამშვიდებ.
I’d like to be near her just to say a few words till she settles down properly.
187936.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 9
მარი-ლუს უჩვეულოდ მოეჩვენა გონდოლინასგან ასეთი თანაგრძნობის გამოვლენა.
Mary-Lou thought it was extraordinary of Gwendoline to develop such a kind heart all of a sudden.
187937.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 9
ვინ გითხრა რომ საწოლი შეგეცვალა?
Who told you you could change beds?
187938.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 9
იმიტომ, რომ ეს მარი-ლუს საწოლი იყო, მინდოდა და გავცვალე, დარელ, – აუხსნა გონდოლინამ დათაფლული ხმით.
Because it was Mary-Lou’s bed I wanted to change over, Darrell, explained Gwen, still in a meek voice.
187939.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 9
სულ ვერ ვიძინებ კლარისას გვერდით, უბრალოდ, მინდოდა, დავხმარებოდი, – წარმოთქვა გონდოლინამ წამებულის ხმით.
I didn’t sleep next to Clarissa—though I only wanted to help her— said Gwendoline, in a martyr-like voice.
187940.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 9
მანდ დარჩი, – მიუგო დარელმა, რომელიც ვერ იტანდა, როცა გონდოლინა წამებულის მანტიას მოისხამდა ხოლმე.
Stay there, said Darrell, who could never bear it when Gwendoline put on her martyr-act.