მოიძებნა 669201 ჩანაწერი
187941.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 9
ასე ღამით მასთან ჩურჩულს შეძლებდა.
She was able to whisper to her at night.
187942.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 9
დარელის საწოლი მათგან შორს იდგა და ვერაფერს გაიგონებდა; თანაც, მთელი დღის შრომითა და თამაშით დაღლილს, ისე ღრმად ეძინა ხოლმე, საერთოდ არაფერი ესმოდა.
She was too far away from Darrell’s bed to be heard—and in any case Darrell, usually tired out with work and games, slept very quickly, and heard nothing.
187943.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 9
კლარისას ეგონა, რომ გონდოლინა ყველაზე კეთილი გოგონა იყო მათ შორის, ვისაც ოდესმე შეხვედროდა.
Clarissa thought Gwendoline was really the kindest girl she had ever met.
187944.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 9
აქ რომ ჩამოვიდა, თავს უცხოდ და მარტოსულად გრძნობდა, ამიტომ გონდოლინას მეგობრობა სიხარულით მიიღო.
Feeling lonely and strange, she had welcomed Gwendoline’s friendliness eagerly.
187945.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 9
დაუსრულებლად ისმენდა მისი ოჯახის მოსაწყენ ამბებს.
She had listened to endless tales about her uninteresting family.
187946.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 9
თავის ოჯახზე კი თითქმის არაფერს ჰყვებოდა.
She said very little about her own family.
187947.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 9
გონდოლინა კითხვას კითხვაზე უსვამდა, ერთი სული ჰქონდა, როდის გაიგებდა მის „როლს-როისებზე“, იახტებსა და სასახლეებზე.
Gwendoline questioned her as much as she dared, longing to hear of Rolls Royces and yachts and mansions.
187948.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 9
მაგრამ კლარისა მხოლოდ სოფლის პატარა სახლსა და ერთ მანქანას (და არა მანქანებს!) ახსენებდა და გონდოლინას საბოლოოდ უცრუებდა იმედებს.
But Clarissa merely spoke of their little country house, and their car—not even cars, thought the disappointed Gwendoline.
187949.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 9
გულის ავადმყოფობის გამო კლარისა სხვა გოგონებთან ერთად ვერ თამაშობდა.
As Clarissa had a weak heart, and did no games, she hadn’t much chance to get together with the other girls.
187950.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 9
იმ დროს ან ისვენებდა, ან მათ საყურებლად მიდიოდა, რაც ძალიან მოსაწყენად ეჩვენებოდა.
She either had to rest at these times, or merely go to watch, which she found rather boring.
187951.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 9
ამიტომ მოუთმენლად ელოდა იმ დროს, როცა გონდოლინა მისთვის მოიცლიდა, რომელიც პრაქტიკულად მისი ერთადერთი კომპანიონი გახდა.
So she looked forward eagerly to the times she could be with Gwendoline, who was practically her only companion.
187952.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 9
ყოველ შემთხვევაში იქამდე, სანამ დარელი მოქმედებაზე გადავიდოდა.
That is, till Darrell really took the matter in hand!
187953.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 9
ერთ საღამოს, როცა ყველა ვალდებული იყო, სუფთა ჰაერზე ესეირნა, დარელმა შენიშნა, თავი თავზე მიდებული კლარისა და გონდოლინა როგორ ჩაჰკირკიტებდნენ ფაზლს და გადაწყვიტა, რაღაც აუცილებლად უნდა ეღონა!
Seeing Gwendoline’s fair head and Clarissa’s auburn one bent together over a jigsaw puzzle one fine evening, when everyone should have been out of doors, she made up her mind that something really must be done!
187954.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 9
მავისთან მივიდა.
She went to Mavis.
187955.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 9
მავის ნამდვილი მეგობარი ჯერ კიდევ არ ჰყავდა, მუდამ დეფნესა და მარი-ლუს დაჰყვებოდა.
After all, Mavis had no real friend, she just made a threesome with Daphne and Mary-Lou.
187956.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 9
მავი, ვფიქრობთ, კლარისა ძალიან დიდ დროს ატარებს ძვირფას გონდოლინა მერისთან.
Mavis, we think that Clarissa is seeing a bit too much of darling Gwendoline Mary.
187957.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 9
მავის კიდეც გაუხარდა და კიდეც გაუკვირდა.
Mavis was surprised and pleased.
187958.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 9
მართალია, გულში ფიქრობდა, რომ პატარა, სათვალიანი კლარისა გონდოლინას უფრო შეეფერებოდა.
Secretly she thought that the small, bespectacled Clarissa was quite well paired off with Gwendoline.
187959.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 9
წამო, აუზზე ჩავიდეთ, კლარისა.
Come down to the pool with me, Clarissa.
187960.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 9
ცურვას არც მე ვაპირებ დღეს, უბრალოდ, დანარჩენებს ვუყუროთ.
I’m not bathing today—but we’ll go and watch the others.