მოიძებნა 669201 ჩანაწერი
187981.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 9
იქამდე კი მიაჩნდა, რომ საუკეთესო ხმა ჰქონდა – თვითონ მიაჩნდა, თორემ მე ასე არასოდეს ვფიქრობდი.
She thought she had a wonderful voice before that, you know—though I can’t say I ever thought much of it.
187982.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 9
მე თუ მკითხავ, ამის მერე სკოლიდან უნდა გაერიცხათ.
Well, personally I think she ought to have been expelled.
187983.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 9
ამას მხოლოდ შენ გეუბნები, კლარისა;
I’ve only told you this, Clarissa.
187984.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 9
მხოლოდ აუზზე წავყევი, გონ.
I only just went down to the pool with her, Gwen.
187985.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 9
საბრალო პატარა კლარისამ სწორედ ის თქვა, რისი მოსმენაც გონდოლინას ასე ძალიან უნდოდა და მეორე ჯერზე, როცა მავიმ კლარისას სასეირნოდ წასვლა შესთავაზა, უარი მიიღო.
Poor weak Clarissa had said just what Gwendoline hoped she would say, and the next time that Mavis came to ask her to go for a short walk with her, she refused.
187986.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 9
კლარისას ნუ აწუხებ, – თქვა გონდოლინა.
Don’t bother Clarissa, said Gwendoline.
187987.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 9
მას არაფერში სჭირდება შენთან ერთად ხეტიალი!
She really doesn’t want you hanging round her.
187988.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 9
გაბრაზებულმა მავიმ დარელს მიაშურა და გამოუცხადა, რომ იმ სულელი კლარისასთვის მეტად თავს აღარ შეიწუხებდა.
The indignant Mavis walked away and reported to Darrell that she wasn’t going to bother about that silly little Clarissa any more!
187989.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 9
ჯობია, სხვა ვინმე მოძებნოს.
She had better find someone else.
187990.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 9
სწორედ ამ დროს დეფნემ იქვე ახლოს ჩაიარა და თავის სახელს მოჰკრა ყური.
Daphne came by at that moment and heard her name.
187991.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 9
გონდოლინამ დეფნეს შესახებაც წვრილად მოუყვა კლარისას.
Gwendoline had quite a bit to tell Clarissa about Daphne, too!
187992.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 9
იცი, კლარისა, დეფნე ასეთი სკოლის ღირსი საერთოდ არ არის!
You see, Clarissa, Daphne isn’t really fit to be at a school like this.
187993.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 9
ახლა რასაც გეტყვი, არსად წამოგცდეს, მაგრამ უნდა იცოდე, რომ ორი წლის წინ მაგ გოგომ იქურდა!
You mustn’t repeat what I tell you—but two years ago Daphne was found out to be a thief!
187994.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 9
კლარისა შეშინებული მიაშტერდა გონდოლინას.
Clarissa stared at Gwendoline in horror.
187995.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 9
ვერ დავიჯერებ!
I don’t believe it.
187996.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 9
შენი ნებაა, – მიუგო გონდოლინამ.
Well, just as you like, said Gwen.
187997.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 9
ეს რომ გამჟღავნდა, ქალბატონმა გრეილინგმა აიძულა, საერთო ოთახში შემოსულიყო და ყველაფერი ჩვენ წინაშე ეღიარებინა.
When it was found out, Miss Grayling made her come into our common-room, and confess everything to us.
187998.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 9
ჩვენ უნდა გადაგვეწყვიტა, გაირიცხებოდა თუ არა.
We had to decide whether or not she should be expelled.
187999.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 9
კლარისამ ფერი დაკარგა.
Clarissa was quite pale.
188000.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 9
ეზოსკენ გაიხედა, სადაც დეფნე მარი-ლუსთან ერთად იცინოდა.
She looked across the courtyard to where Daphne was laughing with Mary-Lou.