მოიძებნა 669200 ჩანაწერი
188061.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 10
თავს უნდა გაუფრთხილდე!
You’ll have to be careful.
188062.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 10
ექიმს რატომ არ გაესინჯები?
Oughtn’t you to see a doctor?
188063.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 10
მძულს დიასახლისთან მისვლა.
I hate going to Matron about anything.
188064.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 10
ერთ ამბავს ატეხს ხოლმე!
She makes such a fuss.
188065.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 10
შეიძლება, არც დამიჯეროს.
And she’s quite likely not to believe what I say.
188066.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 10
კლარისას ერთი-ორჯერ მიუმართავს დიასახლისისთვის.
Clarissa had been to Matron once or twice.
188067.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 10
რა იცოდა, თუ მრავალი სემესტრის განმავლობაში გული ჰქონდა გაწყალებული გონდოლინას ტყუილი ჩივილების მოსმენით!
She didn’t know that Gwendoline had tried to stuff her up with all kinds of tales terms after terms.
188068.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 10
განსაკუთრებით მაშინ, როცა უნდოდა, რამე სირთულეს დასხლტომოდა.
Whenever she wanted to get out of anything strenuous.
188069.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 10
რუთის ჩანთაც თვითონ მიაქვს და თავისიც.
She is Carrying Ruth’s bag for her as well as her own!
188070.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 10
რუთს როგორ არ ებრალება?!
How can Ruth put up with it?
188071.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 10
ისინი ხომ ტყუპები არიან.
Well, they’re twins.
188072.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 10
ალბათ, მოსწონთ, ერთმანეთს რომ ეხმარებიან.
I expect they like to do things for each other.
188073.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 10
მოდი, დავეწიოთ და გამოველაპარაკოთ.
Let’s catch them up and talk to them.
188074.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 10
მართლაც რა საოცარი დღეა საპიკნიკოდ, – თქვა კლარისამ და რუთს მიაპყრო მზერა.
What a heavenly day for a picnic! said Clarissa, looking at Ruth.
188075.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 10
მშვენიერია, – გამოეპასუხა კონი და ლაპარაკი იმ საჭმელზე გააგრძელა, რომელიც ჩანთებით მიჰქონდათ.
Beautiful, said Connie, and began to talk about the food in the bags she carried.
188076.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 10
ვერცხლისფერი ფანქარი რომ დაკარგე, ხომ არ გიპოვიაო.
Did you find the pencil you lost—that silver one?
188077.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 10
კი, მისი მერხის უკან იყო შეგორებული.
yes—it was at the back of her desk after all.
188078.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 10
რუთ, იმ პეპელას შეხედე!
Ruth, look at that butterfly!
188079.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 10
ეს მეთივიაა, სადაფისებრთა ოჯახიდან, – მანამ უპასუხა კონიმ, სანამ რუთი ამ მშვენიერ ქმნილებას შეხედავდა.
It’s a fritillary, pearl-bordered, answered Connie, before Ruth had even got a look at the lovely thing.
188080.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 10
კლარისამ და გონდოლინამ მათ თავი დაანებეს.
Then Gwen and Clarissa gave it up.