მოიძებნა 669200 ჩანაწერი
188121.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 10
მერე გონდოლინას მიაპყრო მზერა და გაიოცა, როცა სხვა გოგონები ვერ დაინახა.
Then she saw Gwendoline, and appeared to be most astonished that there were no other girls besides.
188122.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 10
მე ხომ ოცი კაცისთვის გავშალე ჩაის სუფრა!
I’ve got tea for twenty!
188123.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 10
მეგონა, მთელ კლასს მოიყვანდი, კლარისა, საყვარელო!
I thought the whole class was coming, Clarissa dear!
188124.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 10
როგორ მოვიქცეთ?
What shall we do?
188125.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 10
შეგიძლიათ, რომ წახვიდეთ და დანარჩენებიც მოიყვანოთ?
Can you go after the others and fetch them?
188126.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 11
შენ უნდა წახვიდე მათ მოსაყვანად, გონ.
You go after them, Gwen.
188127.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 11
მე ვერ გავბედავ იმ ციცაბო გორაკზე ასვლას.
I daren’t tear up that steep hill.
188128.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 11
ნახევარი გზაც არ ექნებათ ჯერ გავლილი.
They’ll be half-way up by now.
188129.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 11
ძლივს მომჯობინდი იმ საშინელი გულის დაავადებისგან.
You only just recovering from that bad heart of yours.
188130.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 11
ეს გოგო წავიდეს.
I meant this other girl to go.
188131.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 11
გონდოლინას სულაც არ უნდოდა იმ თაკარა მზეში ლანგლის ციცაბო გორაკზე არბენა.
Gwendoline was certainly not going to go chasing up Langley Hill in the hot sun.
188132.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 11
წავიდოდი, რასაკვირველია, მაგრამ მეც არა მაქვს გული კარგად.
I will go, of course, but I think there’s something a bit wrong with my heart, too.
188133.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 11
ხომ იცი, როგორ მიფრიალებს, როგორც კი თავს ძალას დავატან.
It flutters, you know, when I’ve done something rather energetic.
188134.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 11
ღმერთო, მეც ზუსტად ასე ვიყავი!
God—that’s how I used to feel!
188135.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 11
დამავიწყდა, ამაზე ხომ უკვე ვილაპარაკეთ დღეს!
I forgot you spoke about your heart today.
188136.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 11
რა სამწუხაროა, – დაიჩივლა ქალბატონმა ლუსიმ და სტუმრებს თავის კოხტა სახლში შეუძღვა.
What a pity, mourned Mrs. Lucy, and took them inside her dear little cottage.
188137.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 11
საქონლის ენის სენდვიჩები სალათის ფოთლებთან ერთად, მოხარშული კვერცხები, კარაქიანი პურის ნაჭრები, დიდი თასით ახალმომზადებული მდნარი ყველი, ხორცის კონსერვი, ქალბატონი ლუსის სათბურში დაკრეფილი მწიფე პომიდვრები, ღუმლიდან ახალგამოღებული ჯანჯაფილის ნამცხვარი, შოტლანდიური კვერები, დიდი ხილის ტორტი, ზემოდან ნუშით მორთული, ნაირ-ნაირი ორცხობილები და ჯემიანი სენდვიჩები.
There were tongue sandwiches with lettuce, hard-boiled eggs to eat with bread-and-butter, great chunks of new-made cream cheese, potted meat, ripe tomatoes grown in Mrs. Lucy’s greenhouse, gingerbread cake fresh from the oven, shortbread, a great fruit cake with almonds crowding the top, biscuits of all kinds and jam sandwiches!
188138.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 11
დიდებულია! – ერთხმად წამოიძახეს გონდოლინამ და კლარისამ.
Gracious! said Gwen and Clarissa, in awe.
188139.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 11
მაგაზე ნუ დარდობ, – მიუგო ქალბატონმა ლუსიმ.
You needn’t think about that, said Mrs. Lucy.
188140.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 11
შენი და იყო გუშინ ჩემთან.
Your sister came to see me yesterday.