მოიძებნა 669200 ჩანაწერი
188141.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 11
მან დამიტოვა ფული, რომ შენი მეგობრებისთვის კარგი სუფრა დამეხვედრებინა.
She gave me some money to spend on getting a good spread for you all.
188142.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 11
შენი წერილიდან ისე გავიგე, რომ მთელი კლასი აპირებდით მოსვლას.
You did give me to understand in your letter that the whole class were coming.
188143.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 11
არა, ძიძა, მე მოგწერე, რომ ჩემი ამხანაგები ჩრდილოეთის კოშკიდან პიკნიკზე აპირებდნენ წასვლას, ჩვენ კი, მე და გონდოლინას, შენი მონახულება გვინდოდა, – აუხსნა კლარისამ.
No, Nurse—I said the whole of our form from North Tower were coming for a picnic and could we (that’s Gwen and I) come and have tea with you, explained Clarissa.
188144.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 11
ძალიან ვწუხვარ!
I’m so sorry.
188145.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 11
დასხედით და მიირთვით.
Sit you down and eat.
188146.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 11
მაგრამ ამდენი სანოვაგე როგორ უნდა შეეჭამა მხოლოდ ორ გოგოს, ისიც საკმაოდ მსუყე ლანჩის შემდეგ?!
But even with such a wonderful spread the two girls could not eat very much after their very good lunch.
188147.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 11
მაგრამ როგორ წაიღებთ ამას?
But how will you take it?
188148.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 11
კლარისა და გონდოლინა ჩაფიქრდნენ.
Clarissa and Gwen considered.
188149.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 11
შორი გზა ჰქონდათ გასავლელი და ვერ წაიღებდნენ.
There was far too much for them to carry by themselves.
188150.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 11
დახმარება აუცილებლად დასჭირდებოდათ.
They would simply have to have help.
188151.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 11
კლარისა განსაკუთრებით აღფრთოვანდა.
Clarissa was very excited.
188152.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 11
მას მხოლოდ წიგნებში ჰქონდა ამოკითხული ასეთი რამის შესახებ, ახლა კი შანსი ეძლეოდა, თვითონაც მიეღო მასში მონაწილეობა.
She had read of such things—and now she was going to join in one.
188153.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 11
დარელსა და დანარჩენებს უნდა დავხვდეთ ექვსის ნახევარზე სწორედ იმ გზაზე, რომელიც სანაპიროდან გამოდის.
We have to meet Darrell and the others at half-past five, at the end of the lane down there—the one that leads up from the cove.
188154.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 11
მერე რამდენიმე გოგო აქ მოვიყვანოთ და ამ ყველაფერს წაგვაღებინებენ.
We will bring some of the girls back here to help to carry the stuff!
188155.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 11
ასე და ამგვარად, ქალბატონი ლუსის საათის მიხედვით, ექვსის ნახევარზე გონდოლინა და კლარისა დანარჩენებთან შესახვედრად გაეშურნენ.
So, just before half-past five by Mrs. Lucy’s clock, Gwen and Clarissa slipped along to the end of the lane to meet the others.
188156.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 11
მაგრამ იქ მხოლოდ ორი მათგანი აღმოაჩინეს, ისინიც ძალიან გაბრაზებულები.
But only two were there—and very cross the two were.
188157.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 11
იცით, ახლა ექვსს თხუთმეტი წუთი აკლია!
Do you know it’s a quarter to six?
188158.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 11
ოცი წუთია, აქ გელოდებით!
We’ve jolly well been waiting for you two for twenty minutes!
188159.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 11
დანარჩენები უკვე წავიდნენ.
The others have gone on.
188160.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 11
თქვენ რა, საათი არ გქონდათ?!
Haven’t you got watches?