მოიძებნა 669200 ჩანაწერი
188181.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 11
რა ჯანდაბას აკეთებდით?
Whatever have you been doing?
188182.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 11
დარელი გადარეულია, ფიქრობს, რომ დაიკარგეთ.
Darrell’s in an awful wax, thinking you’d got lost.
188183.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 11
კინაღამ დირექციას მიმართა, კლდიდან გადაიჩეხნენო!
She was just about to go and report that you’d all fallen over the cliff!
188184.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 11
შეხედე ამ ჩანთებსა და კალათებს!
Take a look at these basket and bags!
188185.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 11
კლარისას მოხუცმა ძიძამ საჭმელი გამოგვატანა ღამის ნადიმის მოსაწყობად.
Clarissa’s old nurse gave us the whole lot for a midnight feast!
188186.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 11
ჯობია, ყველაფერი დავმალოთ!
You’d better hide the things somewhere.
188187.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 11
მაგრამ, სად წავიღოთ?
Where shall we put them?
188188.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 11
სად მოვაწყოთ ნადიმი?
Where shall we have the feast!
188189.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 11
გარეთ კარგი იქნება, ძალიან ცხელა.
It would be better to have it out-of-doors tonight, it’s so hot.
188190.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 11
მოდი, აუზზე მოვაწყოთ.
Let’s have it down by the pool.
188191.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 11
ეს უკვე ფანტასტიკური იყო.
This sounded absolutely grand.
188192.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 11
ახლა წადი და დარელს უთხარი, რომ უსაფრთხოდ ვართ.
You go and tell Darrell we’re safe.
188193.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 11
ჩვენ ოთხნი კი აუზზე ჩავიპარებით და სანოვაგეს იმ პატარა სათავსოში დავმალავთ, სადაც მაშველი ღვედები და სხვა ნივთები ინახება.
And we four will slip down to the pool, and hide these things in the cubby-holes there where we keep the life-belts and things.
188194.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 11
სელი გაიქცა, გონდოლინა, კლარისა, ალისია და ბელინდა სწრაფად დაეშვნენ აუზისკენ.
Sally sped off, and Gwen, Clarissa, Alicia and Belinda swiftly made their way down to the pool.
188195.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 11
იმ დროს ზღვის მიქცევა იყო, მაგრამ შუაღამისთვის კვლავ აივსებოდა წყლით და შეძლებდნენ აუზში ებანავათ.
The tide was out—but at midnight it would be in again, and they could splash about in the pool.
188196.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 11
სავსე მთვარე ანათებდა, ასე რომ, ყველაფერი უწყობდათ ხელს.
The moon was full, too—everything was just right!
188197.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 11
ალისიამ სურსათი სათავსოში შეინახა და კარი მიხურა.
Alicia packed the food into a cubby-hole and shut the door.
188198.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 11
მერე კი ყველანი ერთად კლდოვან ბილიკს ამოუყვნენ.
Then all of them went up the cliff-path.
188199.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 11
ალისიას გაახსენდა, რომ სათავსოს კარი არ ჩაუკეტავს..
Alicia remembered that she hadn’t locked the door of the cubby-hole she had used.
188200.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 11
ჯობდა, ჩამეკეტა, ვინმემ არ დაუწყოს ჩიჩქნა.
I suppose I’d better lock it, in case anyone goes snooping round.