მოიძებნა 669200 ჩანაწერი
188161.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 11
ძალიან ვწუხვარ, ალბათ, ქალბატონი ლუსის საათი იყო უკან.
I’m so sorry, I’m afraid Mrs. Lucy’s clock must have been slow.
188162.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 11
ახლა მაინც აუჩქარეთ ფეხს!
Put your best foot forward now.
188163.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 11
მაგრამ გონდოლინამ მას მკლავზე მოქაჩა.
But Gwen caught at her arm.
188164.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 11
მოიცადე, ალისია.
Wait a bit, Alicia.
188165.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 11
ჯერ შენ და ბელინდა გამოგვყევით ქალბატონ ლუსის კოტეჯში!
We want you and Belinda to come back to Mrs. Lucy’s cottage with us.
188166.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 11
შორს არ არის.
It isn’t far.
188167.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 11
ალისია და ბელინდა გაოცებულები მიაშტერდნენ გონდოლინას.
Alicia and Belinda stared in exasperation at Gwen.
188168.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 11
ალისიას ღიმილი მოეფინა სახეზე და ეშმაკურად გახედა ბელინდას.
A grin appeared on Alicia’s face, and a wicked look on Belinda’s.
188169.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 11
შუაღამის ნადიმი ხომ ამ სასიამოვნო დღის დიდებული დასასრული იქნებოდა!
A midnight feast! That would be a fine end to a very nice day.
188170.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 11
იმდენ საჭმელს ტყუილად ხომ არ გააფუჭებდნენ?!
All that food, too! It simply couldn’t be wasted.
188171.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 11
მართლაც დიდი ცოდვა იქნებოდა ამდენი სურსათის გაფუჭება, – მხიარულად თქვა ალისიამ.
Well, it would certainly be a sin to let all that wonderful food go stale, said Alicia, cheerfully.
188172.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 11
თანაც, ამდენი ხეტიალისა და ცურვის შემდეგ ღამის ნადიმი სწორედ რომ მისწრება იქნება!
And I’m sure we could all do with a feast tonight, after our walking, climbing and bathing.
188173.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 11
რა თქმა უნდა, წამოვალთ და საჭმელს წამოგაღებინებთ.
We’ll go back and help you carry the stuff.
188174.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 11
დაგვიანებაზე კრინტიც აღარ დაუძრავთ, ისე გაეშურა ოთხივე ლუსის კოტეჯისკენ.
No more was said about being late.
188175.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 11
ქალს საგულდაგულოდ შეეფუთა საჭმელი და ჩანთებსა და კალათებში ჩაეწყო.
She had packed it up as best she could in net bags and baskets.
188176.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 11
გოგონებს აღტაცების შეძახილი აღმოხდათ და მოხუც ქალს მხურვალე მადლობა გადაუხადეს.
The girls exclaimed in delight and thanked her heartily.
188177.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 11
როგორც კი მოვახერხებთ, ჩანთებსა და კალათებს დაგიბრუნებთ, – დაჰპირდა კლარისა.
We’ll bring back the baskets and bags as soon as we can, promised Clarissa.
188178.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 11
ღმერთო, რა დატვირთულები მივდივართ!
My, what a load we’ve got!
188179.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 11
ოთხი გოგო ძლივს მიათრევდა ტვირთს მელორი ტაუერსისკენ!
It was all the four could do to lug it back to Malory Towers.
188180.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 11
როცა ჩამოივაკეს, ქვემოთ სელის შეხვდნენ – მათ ელოდებოდა.
Sally was waiting for them as they came down the cliff-path.