მოიძებნა 669200 ჩანაწერი
188261.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 12
არა მგონია.
I don’t think so.
188262.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 12
მხოლოდ ჩემი მავნებელი ბიძაშვილი დაბორიალებდა შორიახლო.
That pestiferous young cousin of mine was somewhere about.
188263.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 12
მაგრამ არა მგონია, რამეს მიმხვდარიყო.
But I don’t think she’d spot anything was up.
188264.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 12
გასახდელში რომ შევედით, მისი სტვენა შორიდან მომესმა.
I heard her whistling somewhere, when we were in the changing-room.
188265.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 12
აირენი სამზარეულოდან პირგაბადრული დაბრუნდა.
Irene came back from the kitchen, grinning all over her face.
188266.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 12
მხოლოდ ერთი მზარეული დამხვდა სამზარეულოში.
I found Cookie, and she was all alone in the kitchen.
188267.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 12
რუთ, თქვენს ძველ სკოლაში ღამის ნადიმი თუ გაგიმართავთ ოდესმე?
Did you ever have midnight feasts at your last school, Ruth?
188268.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 12
ჰკითხა დარელმა ტყუპისცალს, როცა შენიშნა, რომ ისიც სხვებივით იყო აღელვებული.
Asked Darrell, seeing that she looked as excited as the others.
188269.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 12
როგორც ყოველთვის, ახლაც კონიმ უპასუხა მის ნაცვლად.
Connie answered for her as usual.
188270.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 12
ერთხელ ვცადეთ, მაგრამ გამოგვიჭირეს და დირექტორმა დაგვსაჯა კიდეც.
We tried once, but we got caught— and my word we did get a wigging from the Head.
188271.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 12
მე რუთს ვკითხე და არა შენ!
I asked Ruth, not you.
188272.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 12
ლაპარაკში ნუ ეჩრები!
Don’t keep butting in.
188273.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 12
რუთს დააცადე, თვითონ უპასუხოს!
Let Ruth answer for herself.
188274.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 12
მერე ისევ რუთს მიუბრუნდა.
She turned to Ruth again.
188275.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 12
ძალიან მკაცრი დირექტორი გყავდათ?
Was your head very strict?
188276.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 12
კონიმ საპასუხოდ პირი გააღო, მაგრამ დარელის ანთებულ თვალებს შეეჩეხა და ისევ დაკუმა.
Connie opened her mouth to answer, caught the glint in Darrell’s eye, and shut it.
188277.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 12
ვფიქრობ, თქვენ ძალიან მკაცრი მოგეჩვენებოდათ.
I think probably you would call her very strict.
188278.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 12
არ გახსოვს, რა კეთილად მოიქცა, როცა...
Don’t you remember how nice she was over...
188279.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 12
მე რუთს ვეკითხები!
I’M ASKING RUTH.
188280.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 12
დასაკემსი გაქვს რაღაც, – უპასუხა დიასახლისმა.
Just a little matter of darning, said Matron.