მოიძებნა 669200 ჩანაწერი
188321.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 12
ბოლოს და ბოლოს, კლარისას ნადიმი იყო!
After all, it was Clarissa’s feast!
188322.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 12
როგორც იქნა, ხალათები მოისხეს, ჩუსტებში ფეხი ჰკრეს.
They all put on dressing-gowns and slippers.
188323.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 12
დერეფანი შარიშურმა, შეკავებულმა ხითხითმა და ჩურჩულმა მოიცვა.
The hall was full of giggles and whisperings and shushings.
188324.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 12
ყველა ბოლომდე ფხიზელი და აღტაცებული იყო.
Everybody was now wide awake and very excited.
188325.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 12
გვერდითი კარიდან გავიდეთ ბაღში, მერე ჭიშკარში და ქვაფენილს აუზისკენ ჩავუყვეთ.
We’ll go down to the side-door, out into the garden, and through the gate to the cliff-path down to the pool.
188326.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 12
აუზთან მისვლას დიდი დრო არ დასჭირვებია.
It wasn’t long before they were down by the pool.
188327.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 12
მოდი, ჯერ საჭმელი გამოვიღოთ და შევამოწმოთ, რა გვაქვს.
Let’s get out the food and have a look at it.
188328.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 12
ალისია, სადაა გასაღები?
Alicia! Where’s the key?
188329.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 12
ფორმის ჯიბეში ჩამრჩა.
I’ve left it in my tunic pocket.
188330.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 12
ახლავე გავიქცევი და მოვიტან
I’ll skip back and get it.
188331.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 13
ღამის ნადიმი.
Midnight Feast!
188332.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 13
ალისიამ სწრაფად აირბინა ქვაფენილზე, საკუთარ თავზე ბრაზობდა, გასაღები როგორ დამრჩაო.
Alicia ran up the cliff-path, annoyed with herself for forgetting the key.
188333.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 13
ჩუმად შეიპარა გვერდით კარში და კიბეს აუყვა.
She slipped in at the side-door and went up the stairs.
188334.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 13
დერეფანში, პირველკლასელების ოთახთან ახლოს, პატარა, თეთრ სილუეტს მოჰკრა თვალი, რომელიც ფანჯრიდან იხედებოდა.
As she went along the landing where the first-form dormy was, she saw a little white figure in the passage, looking out of the landing window.
188335.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 13
ალბათ, რომელიმე პირველკლასელია, – გაიფიქრა ალისიამ
Must be a first-former! thought Alicia.
188336.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 13
ამ შუაღამეს გარეთ რა უნდა?!
What’s she out at this time of night for?
188337.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 13
ფეხაკრეფით მიუახლოვდა ფიგურას და მხრებში ხელი ჩაავლო.
She walked softly up to the figure and grasped her by the shoulder.
188338.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 13
მადლობა ღმერთს, ჯუნა, შენ ყოფილხარ!
Good gracious, it’s you, June!
188339.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 13
რას აკეთებ აქ ამ შუაღამისას?
What are you doing out here at midnight?
188340.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 13
ალისიამ ერთი შეაჯანჯღარა.
Alicia shook her.