მოიძებნა 669200 ჩანაწერი
188281.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 12
მაგრამ, რაც მითხარით, ხომ დავკემსე?
But I’ve done the beastly darning you told me to.
188282.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 12
გოგონებმა გაიცინეს.
The girls grinned.
188283.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 12
გონდოლინა იძულებული გახდა, ამდგარიყო და გაჰყოლოდა, გულში ბუზღუნებდა მხოლოდ.
Gwendoline had to get up and go, grumbling under her breath.
188284.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 12
შემიძლია, დავუკემსო, როცა დასჭირდება, – მიმართა დარელს კლარისამ.
I could do her darning for her, suggested Clarissa to Darrell.
188285.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 12
მე ხომ არაფერს ვთამაშობ და დროც ბევრი მაქვს.
I don’t play games—I’ve plenty of time.
188286.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 12
არ გაბედო! – მაშინვე უთხრა დარელმა.
Don’t you dare! said Darrell at once.
188287.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 12
შენ ისედაც ბევრს ეხმარები: ყოველთვის ყველაფერს შენგან იწერს!
You help her too much as it is— she’s always copying from you.
188288.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 12
კლარისას თავზარი დაეცა.
Clarissa looked shocked.
188289.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 12
ბრიყვი ნუ ხარ!
Don’t be such a mutt.
188290.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 12
თავცარიელი გონდოლინა მუდამ სხვების ტვინს იყენებს და ეს ყოველთვის ასე იქნება!
Gwendoline’s a turnip-head —and she’s always picked other people’s brains and always will.
188291.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 12
ვარდისფერი სათვალე მოიხსენი, ბოლოს და ბოლოს, და რეალურად შეხედე გონდოლინას, ძვირფასო კლარისა!
Take off your rose-coloured glasses and see Gwen through your proper eyes, my dear Clarissa!
188292.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 12
კლარისამ ჩათვალა, ალისია ნამდვილი სათვალის მოხსნას მთხოვსო და მორჩილად მოიხსნა.
Thinking that Alicia really meant her to take off her glasses for some reason, Clarissa removed her spectacles most obediently!
188293.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 12
გოგონები გადახარხარებას აპირებდნენ.
The girls were about to laugh loudly.
188294.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 12
კლარისა, როგორი მწვანე თვალები გაქვს!
Clarissa! You’ve got real green eyes!
188295.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 12
ნამდვილი მწვანე თვალები აქამდე არასდროს მინახავს!
I’ve never seen proper green eyes before!
188296.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 12
ნამდვილი ფერიების შთამომავალი ხარ!
You must be related to the pixy-folk.
188297.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 12
ყველამ გულიანად გაიცინა, მაგრამ როცა კლარისას თვალებს ახლოდან დააკვირდნენ, მართლაც შეამჩნიეს, რომ კრიალა მწვანე თვალები ჰქონდა, რაც მის მოწითალო-წაბლისფერ თმას ძალიან უხდებოდა.
Everyone roared—but on looking closely at Clarissa’s eyes, they saw that they were indeed a lovely clear green, that somehow went remarkably well with her auburn hair.
188298.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 12
ღმერთო, ნეტავ მეც ასეთი თვალები მქონდეს!
My word—I wish I had stunning eyes like that.
188299.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 12
მიხარია, ჩემი მწვანე თვალები რომ მოგეწონათ!
I’m glad you like my green eyes!
188300.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 12
გონდოლინა ამბობს, მწვანე თვალები საზიზღრობაა, რადგან კატას მაგონებსო.
Gwendoline thinks it’s awful to have green eyes like a cat.