მოიძებნა 669200 ჩანაწერი
188341.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 13
შენი საქმე არ არის.
None of your cheek.
188342.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 13
არა, არ დამვიწყებია, – უპასუხა ჯუნამ.
No. I haven’t forgotten, said June.
188343.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 13
მაშინ მხეცურად მომექეცი.
You were a beast.
188344.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 13
უნდა დამებეზღებინეთ, მაგრამ შემეშინდა!
I’d have split on you if I hadn’t been scared.
188345.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 13
ექვსი წლის ბავშვივით როგორ მიმტყიპე?!
Spanking me as if I was six!
188346.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 13
კარგად იცი, რაც მოგივიდოდა, რომ დაგებეზღებინე: სემი და დანარჩენებიც დაგიმატებდნენ!
And you know what would have happened to you if you had split—Sam and the others would have trounced you, too!
188347.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 13
მას ალისიას ძმებისა ეშინოდა.
She was scared of Alicia’s brothers.
188348.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 13
ოდესმე ისე გაგისწორდები, როგორც საჭიროა!
I’ll get even with you some time!
188349.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 13
ჰოდა, კიდევ მიიტყიპები!
You could do with another spanking.
188350.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 13
ახლა კი მოუსვი ლოგინში!
Now—you clear off to bed.
188351.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 13
კარგად იცი, ღამით საძინებლიდან გამოსვლა არ შეიძლება!
You know you’re not supposed to be out of your dormy at night.
188352.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 13
გასახდელში დაგინახეთ, საცურაო კოსტიუმებს იღებდით.
I spotted you getting bathing-dresses in the changing-room tonight.
188353.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 13
გეგონა, ვერაფერი შევამჩნიე.
You thought I didn’t see you.
188354.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 13
ახლავე გაეთრიე საძინებელში!
Clear off to bed.
188355.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 13
ღამის ნადიმს აწყობთ, ხომ?
Are you having a midnight feast, too?
188356.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 13
აირენი და ბელინდა დავინახე ლიმონათის გრაფინებით ხელში.
I saw Irene and Belinda with jugs of lemonade.
188357.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 13
პატარა საძაგელო ჯაშუშო!
Nasty little spy.
188358.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 13
შენისთანა ლაწირაკების საქმე არ არის, მეოთხეკლასელები რას გავაკეთებთ!
What we fourth-formers do is none of your business.
188359.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 13
პოტიმ თუ იცის თქვენი ნადიმის შესახებ?
Does Potty know about your feast?
188360.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 13
ნუთუ გაბედავდა ჯუნა მასწავლებლების გაღვიძებას და მათი გეგმების ჩაფუშვას?!
Could June really be threatening to go and wake one of the staff, and so spoil all their plans?