მოიძებნა 669200 ჩანაწერი
188361.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 13
ვერც კი წარმოედგინა, ვინმე თუ ასე საზიზღრად მოიქცეოდა!
She couldn’t believe that anyone would be so sneaky.
188362.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 13
ალისია, მეც წამიყვანე ნადიმზე, – შეეხვეწა ჯუნა.
Alicia, let me come and join the feast, begged June.
188363.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 13
ჯუნა ფანჯარასთან დატოვა და საძინებელში შევიდა გასაღების მოსაძებნად.
she left June standing by the window and went off in search of the key.
188364.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 13
ისეთი გაბრაზებული იყო, ძლივს იპოვა ფორმის ჯიბეში გასაღები.
She was so angry that she could hardly get the key out of her tunic pocket.
188365.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 13
როგორ გაუბედა პირველკლასელმა, თანაც, საკუთარმა ბიძაშვილმა, ასეთი თავხედობა?!
To be cheeked like that by a first-former—her own cousin!
188366.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 13
დაბეზღებითაც რომ დაემუქრა?!
To be threatened by a little pip-squeak like that!
188367.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 13
ალისიას ამ მომენტში ჯუნა ეზიზღებოდა!
Alicia really hated June at that moment.
188368.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 13
როგორც კი გასაღები იპოვა, აუზისკენ გავარდა.
She found the key and rushed back to the pool with it.
188369.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 13
ჯუნასთან შეხვედრის შესახებ არაფერი უთქვამს.
She said nothing about meeting June.
188370.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 13
გოგონები უკვე წყალში იყვნენ და ერთობოდნენ.
The others were already in the water, enjoying themselves.
188371.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 13
ცუდია, მთვარე დაიმალა.
Pity the moon’s gone in.
188372.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 13
გასაღები მოიტანე?
Got the key?
188373.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 13
ჰო, სათავსოს ვაღებ უკვე, – უპასუხა ალისიამ.
Yes, I’m unlocking the cubby-hole, called back Alicia.
188374.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 13
კლარისაც აქ არის.
Clarissa is here too.
188375.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 13
ის დამეხმარება ნივთების გამოღებაში.
She’ll help me to get out the things.
188376.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 13
ცუდია, რომ მთვარე დაიმალა და ჩამობნელდა.
Pity it’s so dark now—the moon’s gone.
188377.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 13
უეცრად დასავლეთის ცა განათდა და ამას გამაყრუებელი გრგვინვა მოჰყვა.
Suddenly, from the western sky, there came an ominous growl—thunder!
188378.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 13
მგონი, შტორმი იქნება.
Sounds like a storm.
188379.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 13
დღეს ისეთი სიცხე იყო, კი ვიფიქრე, რომ ასე იქნებოდა!
I thought there might be one soon, it’s so terrifically hot today.
188380.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 13
აი, მთვარე ისევ გამოჩნდა! მადლობა ღმერთს!
Here’s the moon again, thank goodness!