მოიძებნა 669200 ჩანაწერი
188401.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 13
სამასწავლებლოსთან ახლოს არ არის და არც ფანჯრები ჩანს არსაიდან.
That’s not near any staff-room, and the windows can’t be seen from any other part.
188402.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 13
გადაწყდა, სუფრა პირველი კლასის საერთო ოთახში გაეშალათ.
The word went round that the feast was to be held in the first-form common-room.
188403.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 13
მალე ყველამ იქ მოიყარა თავი.
Soon they were all in there.
188404.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 13
დარელმა საგულდაგულოდ ჩაკეტა კარი და ქვეშ ქეჩა მიადო – შუქი რომ არ გასულიყო.
Darrell shut the door carefully and put a mat across the bottom so that not a crack of light could be seen.
188405.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 13
უეცარმა ჭექა-ქუხილმა მათი გეგმა ჩაშალა.
The sudden storm that had spoilt their plans.
188406.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 13
მარი-ლუ დაფეთებული იცქირებოდა, გონდოლინასაც ფერი დაეკარგა.
Mary Lou looked alarmed, and Gwen went quite white.
188407.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 13
არცერთ მათგანს არ უყვარდა შტორმი.
Neither of them liked storms.
188408.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 13
ნეტავ ქარიშხალა ხომ კარგად არის?! – თქვა ბილმა და სენდვიჩი ჩაკბიჩა.
Hope Thunder’s all right, said Bill, tucking into a sandwich.
188409.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 13
მისი პირველი საფიქრალი ყოველთვის ცხენი იყო.
Her horse was always her first thought.
188410.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 13
უნდა მეფიქრა, რომ... – წამოიწყო ალისიამ.
I should think... began Alicia.
188411.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 13
ყველა გაისუსა.
Everyone sat still.
188412.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 13
დარელმა თითი ტუჩზე მიიდო გაჩუმების ნიშნად.
Darrell put up her finger for silence.
188413.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 13
კარზე სუსტი კაკუნი გაისმა.
There came a little knocking at the door.
188414.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 13
დარელი შეშფოთდა.
Darrell felt scared.
188415.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 13
ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო?!
Who in the world was there?
188416.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 13
ან რისთვის აკაკუნებდა?
And why knock?
188417.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 13
ისევ ანიშნა დანარჩენებს, რომ ხმა არ ამოეღოთ.
She made another sign for everyone to keep absolutely still.
188418.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 13
კაკუნი გაგრძელდა.
The knocking went on.
188419.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 13
ამჯერად უფრო ხმამაღლა.
This time it was a little louder.
188420.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 13
გონდოლინა და მარი-ლუ შეშინებულები იყვნენ ამ უცნაური კაკუნის გამო.
Gwendoline and Mary-Lou were quite terrified of this strange knocking.