მოიძებნა 669200 ჩანაწერი
188461.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 14
საქმეს ის ართულებდა, რომ კოშკიდან კოშკში შიდა გადასასვლელი არ არსებობდა.
For one thing there was no way to get from one tower to another under cover.
188462.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 14
გოგოებს შენობიდან გასვლა მოუწევდათ.
The girls had to go outside to reach any other tower.
188463.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 14
რას უნდა აკეთებდეს პოტი ამ შუაღამისას?
What could Potty be doing?
188464.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 14
მესამე კლასის საძინებელშია, – დაიჩურჩულა დარელ მა ბოლოს.
She’s in the third-form dormy, whispered Darrell, at last.
188465.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 14
ალბათ, ვინმე ავად გახდა იქ.
Perhaps somebody is ill there.
188466.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 14
ჯობია, წავიდეთ.
We had better make a dash for it, really.
188467.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 14
როგორც კი გრუხუნი ატყდება, გავიქცეთ.
The next time the thunder comes, we’ll run for it.
188468.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 14
გოგონები გულის ფანცქალით ელოდნენ ჭექა-ქუხილს.
The girls waited anxiously for the thunder.
188469.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 14
როგორც ყოველთვის, ჯერ ელვამ დაასწრო და გასაქცევად დაწყობილი გოგონები მკაფიოდ გამოაჩინა.
The lightning flashed first, showing up the crouching line of girls very clearly.
188470.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 14
ქალბატონი პოტსი არსად გამოჩენილა და გოგონებმაც უფრო თავისუფლად დაიწყეს სუნთქვა.
No Miss Potts appeared, and the girls began to breathe more freely.
188471.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 14
ვიღაც მართლა ავად იყო მესამე კლასში.
Somebody must have been taken ill in the third-form dormy.
188472.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 14
ბოლოს მეოთხეკლასელებმა გაიგონეს, როგორ ფრთხილად გამოიხურა ქალბატონმა პოტსმა მესამეკლასელების ოთახის კარი და საკუთარ საძინებელს მიაშურა.
At last the Upper Fourth heard the soft closing of the third-form Dormy, and Miss Potts’ footsteps going quietly off to her own room.
188473.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 14
ხომ არ ჯობია, ლიმონათის გრაფინები ახლავე ჩავიტანოთ სამზარეულოში?
Had we better take the lemonade jugs down to the kitchen now?
188474.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 14
არა, მეტად აღარ უნდა გავრისკოთ ამაღამ.
No. We won’t risk any more creeping about tonight.
188475.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 14
საუზმობამდე ჩაიტანე.
You must take them down before breakfast.
188476.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 14
ჩვენ კი საჭმლის ნარჩენებს სადმე გადავმალავთ, სანამ მის გადაყრას შევძლებდეთ.
And we’ll clear out all the food left over and hide it somewhere till we can get rid of it.
188477.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 14
გოგოებს ღრმად ჩაეძინათ და დილით ძლივს გაახილეს თვალები.
The girls slept like logs that night, and could hardly wake up in the morning.
188478.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 14
გონდოლინა და ბელინდა თითქმის ძალით გადმოათრიეს საწოლებიდან.
Gwen and Belinda had to be literally dragged out of bed!
188479.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 14
აირენი სამზარეულოში გავარდა ცარიელი გრაფინებით ხელში.
Irene shot down to the kitchen with the empty jugs.
188480.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 14
დანარჩენმა გოგოებმა საჭმლის ნარჩენები დიდ ჩანთაში ჩაყარეს და კიბესთან მიდგმულ კარადაში შემალეს.
All the rest of the food was hastily put into a bag and dumped into an odd cupboard in the landing.