მოიძებნა 669200 ჩანაწერი
188441.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 13
ისიც იფიქრა, ალისიას ჯუნას გაგდება არ მოეწონებაო.
Also she felt that Alicia might not like her to send June away.
188442.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 13
რა კარგი გეგმა ჰქონდათ და ყველაფერი რა უკუღმა შემოტრიალდა!
The lovely time they had planned seemed to have gone wrong somehow.
188443.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 13
წინ კიდევ უფრო უარესი ელოდათ.
And then it went even more wrong!
188444.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 13
მალე ნაბიჯების ხმა შემოესმათ!
Soon, footsteps were heard overhead.
188445.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 14
ვიღაც მოდის!
Someone is coming!
188446.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 14
სწრაფად ავალაგოთ ყველაფერი და აქედან მოვუსვათ!
Quick, gather everything up, and let’s go!
188447.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 14
გოგონებმა ყველაფრი აკრიფეს.
The girls grabbed everything near.
188448.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 14
დარელმა ბუხართან ცოცხი იპოვა და ნამცეცები დივნის ქვეშ შეხვეტა.
Darrell caught up the brush by the fireplace and swept the crumbs under a couch.
188449.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 14
მერე შუქი ჩააქრო და კარი გააღო.
She put out the light and opened the door.
188450.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 14
დერეფანში ბნელოდა.
All was dark in the passage outside.
188451.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 14
არც ვინმეს არსებობა იგრძნობოდა.
There seemed to be nobody there.
188452.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 14
ჯუნა და ფელისიტა დაფრთხნენ ამჯერად.
June and Felicity were scared now.
188453.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 14
ბეტი, ეილინი და ვინი კიბეზე დაეშვნენ და გვერდითი კარიდან გავიდნენ.
Betty, Eileen and Winnie disappeared to the stairs, running down them to the side-door.
188454.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 14
დანარჩენები კი, დარელის წინამძღოლობით, ფრთხილად აიპარნენ ზემოთ და საძინებელს მიაშურეს.
The others, led by Darrell, went cautiously upstairs to find their own dormy.
188455.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 14
სადღაც ახლოდან მსუბუქი ხველა ისმოდა, ამ ნაცნობმა ხველამ ისინი ერთ ადგილზე გააშეშა!
A slight cough from somewhere near, a familiar cough, brought them to a stop.
188456.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 14
კიბის თავში იდგნენ და სუნთქვასაც ვერ ბედავდნენ.
They stood, hardly daring to breathe, at the top of the stairs.
188457.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 14
ეს პოტი იყო!
That was Potty.
188458.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 14
ნეტავ თუ გაიგონა ჩვენი ხმაური?
Did she hear us making a row?
188459.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 14
ჩვენ ხომ ძალიან ჩუმად ვიყავით.
But we really were quite quiet!
188460.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 14
წინააღმდეგ შემთხვევაში, დიდ აურზაურს გამოიწვევდა ღამით გოგონების გადაპარვა ერთი კოშკიდან მეორეში.
It really was counted quite a serious offence for girls of one tower to meet girls in another tower at night.