მოიძებნა 669200 ჩანაწერი
188481.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 14
ფელისიტამ დარელს გაუცინა.
Felicity grinned at Darrell.
188482.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 14
შესვენებაზე ალისიამ ჰილდა მოძებნა, პირველი კლასის ორგანიზატორი.
At Break Alicia went to find Hilda, the head-girl of the first form.
188483.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 14
ჰილდა, – მიმართა ალისიამ, – ძალიან უკმაყოფილო ვარ ჯუნას საქციელით.
Hilda, said Alicia, I am very displeased with June’s behaviour.
188484.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 14
აუტანლად იქცევა და მეოთხეკლასელები მეტს აღარ მოვუთმენთ!
She is getting quite unbearable, and we fourth-formers are not going to stand it.
188485.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 14
ან შენ მიუჩინე ადგილი, ან ამას ჩვენ ვიზამთ!
Either you must put her in her place, or we shall.
188486.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 14
ჩვენ ვცდილობთ ადგილი მივუჩინოთ მას.
We have tried to put her in her place.
188487.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 14
ამის გამო ბევრი შანსი მივეცით.
We’ve given her lots of chances.
188488.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 14
არ ვიცი, თქვენ როგორ რეაგირებთ თანაკლასელების შეცდომებზე, ჰილდა, მაგრამ ჩვენ რომ ვიყავით პირველ კლასში, ბევრი კარგი მეთოდი გვქონდა საამისოდ.
I don’t know how you deal with your erring form-members, Hilda—we had various very good ways when I was a first-former.
188489.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 14
გთხოვ, რაღაც იღონეთ!
Please do something.
188490.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 14
ერთი კვირაც რომ გაერიყათ, ჯუნას ესეც მოარჯულებდა, რადგან ენაჭარტალა გოგოსთვის ეს უდიდესი სასჯელი იქნებოდა.
A week of being sent to Coventry would soon bring June to heel—she loved talking and gossiping, and it would be a hard punishment for her.
188491.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 14
ჰილდამ კლასი შეკრიბა ამ საკითხზე სათათბიროდ და თავი ძალიან მნიშვნელოვან ფიგურად იგრძნო.
Hilda went off to call a form meeting about the matter, feeling very important.
188492.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 14
ჯუნას თავზარი დაეცა, როცა თანაკლასელების განაჩენი მოისმინა – ერთი კვირით გარიყავდნენ.
June was shocked to hear the verdict of her form—to be sent to Coventry for a week.
188493.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 14
თავი შეურაცხყოფილად იგრძნო!
She felt humiliated.
188494.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 14
ალისიას ამის გაკეთების სრული უფლება ჰქონდა.
Alicia was quite within her rights to do this.
188495.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 14
როცა უმცროსკლასელი აგრესიას ან თავხედობას გამოამჟღავნებდა უფროსკლასელის მიმართ, ამ უკანასკნელს შეეძლო, დამნაშავის კლასის ორგანიზატორისთვის ზომების მიღება მოეთხოვა.
When a member of a lower form aroused the anger or scorn of a higher form, the head-girl of the offender’s form was told to deal with the matter.
188496.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 14
ჯუნა უკვე ეკალივით ეჩხირებოდათ თვალში ძველ პირველკლასელებს!
June was certainly a thorn in the side of all the old girls in the first form.
188497.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 14
ახალი მოსწავლისგან წარმოუდგენელი იყო ასეთი თავხედური ქცევა!
It was quite unheard of for any new girl to behave so boldly.
188498.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 14
ფელისიტამაც დადო პირობა, რომ ჯუნას ხმას არ გასცემდა.
Felicity found that she too had to give her promise not to speak to June.
188499.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 14
იგი კლასს მეტად უწევდა ანგარიშს, ვიდრე ჯუნას.
But she owed more loyalty to her form than to June.
188500.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 14
ამიტომ პირობა ხმადაბლა წაიბუტბუტა და სახეაჭარხლებულ ჯუნას თვალი ვეღარ გაუსწორა.
So she gave her promise in a low voice, not daring to look at the red-faced June.