მოიძებნა 669200 ჩანაწერი
188601.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 15
შეგიძლია წახვიდე, ჯუნა, - თქვა უცებ ქალბატონმა პოტსმა.
You can go, June, said Miss Potts, suddenly.
188602.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 15
ჯერ ყველაფერი არ გამირკვევია.
I’m not sure I’ve got to the bottom of all this yet.
188603.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 15
დარელს არ ჰქონდა შენთან უხეშად მოქცევის უფლება.
Darrell had no right to use violence to you.
188604.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 15
გპირდები, ამას გავარკვევ და მერე ვნახოთ, შექებას იმსახურებ თუ დადანაშაულებას!
You may be sure I shall find out whether you are to be praised or blamed!
188605.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 15
ჯუნა ოთახიდან შეშინებული გავარდა.
June shot out of the room, scared.
188606.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 15
ვერც იმას ავუვლი გვერდს, ჯუნას როგორც მოექეცი მუსიკის ოთახში.
I cannot possibly pass over your behaviour to June in the music-room.
188607.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 15
ვერ გამოვდექი ორგანიზატორად.
I’m not a good head-girl, Miss Potts.
188608.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 15
ჯობია, გადავდგე.
I’d better resign.
188609.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 15
ან თვითონ უნდა გადადგე, ან ჩვენ ჩამოგაქვეითებთ.
Either you must resign, or you will have to be demoted.
188610.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 15
იქამდე, სანამ საჭიროდ არ ჩავთვლით, რომ პასუხისმგებლობის აღება ისევ შეგიძლია.
Till we consider you can take the responsibility again.
188611.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 15
დარელ, თუ საკუთარ თავს ვერ გააკონტროლებ, სხვების გაკონტროლებას ვერ შეძლებ!
If you can’t control yourself, Darrell, you certainly can’t control others.
188612.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 15
ახალი ამბავი სწრაფად მოედო სკოლას.
The news soon flew through the school.
188613.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 15
დარელ რივერსი ორგანიზატორობიდან გადამდგარა!
Darrell Rivers has resigned as head-girl!
188614.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 15
რაღაც საშინელი ჩხუბი ყოფილა ღამის ნადიმის თაობაზე, რომელზეც მას სხვა კოშკის გოგონები მოუწვევია, პირველკლასელებიც ყოფილან იქ.
There has been a most awful row—something about a midnight feast, and she actually asked girls from another tower—and first formers as well.
188615.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 15
ფელისიტამაც გაიგო, რაც მოხდა და შიშმა შეიპყრო.
Felicity heard the news and was filled with the utmost horror.
188616.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 15
მაშინვე ჯუნასთან გაიქცა.
She went straight to June.
188617.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 15
წახვედი და დააბეზღე, ხომ?
Did you go and split?
188618.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 15
მერე რა მოხდა?
What has happened?
188619.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 15
სრულიად კმაყოფილმა ჯუნამ ფელისიტას ყველაფერი წვრილად უამბო.
Full of glee at all that had happened, June told Felicity the whole thing from beginning to end.
188620.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 15
სამაგიერო გადავუხადე ალისიას.
I’ve paid Alicia back nicely.