მოიძებნა 669200 ჩანაწერი
188621.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 15
ნეტავ გენახა, რა სახე ჰქონდა, როცა პოტიმ მოუსწრო, მე რომ მაჯანჯღარებდა!
You should have seen Darrell’s face when she was shaking me, and Miss Potts came in and saw her.
188622.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 15
ძალიან მიხარია, კლასის ორგანიზატორი რომ აღარ იქნება.
I’m glad she’s not head-girl of her form any longer.
188623.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 15
ფელისიტა ყურებს არ უჯერებდა.
Felicity could hardly believe her ears.
188624.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 15
მთელი ტანით თრთოდა და ცახცახებდა.
She was trembling, shivering all over.
188625.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 15
ჯუნამ ეს შენიშნა და ჰკითხა:
June noticed it and asked:
188626.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 15
რა დაგემართა?
What’s the matter?
188627.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 15
შენ ჩემი მეგობარი არა ხარ?
You’re my friend, aren’t you?
188628.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 15
მაგრამ შენ დაივიწყე, რომ დარელი ჩემი დაა?
But have you forgotten that Darrell is my sister?
188629.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 15
ჯუნა მას მიაჩერდა.
June stared at her.
188630.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 15
ტრიუმფით ისე იყო აღტაცებული, მართლაც დავიწყებოდა, რომ დარელი ფელისიტას დაა!
In her glee at being top-dog she had completely and utterly forgotten that Darrell was Felicity’s sister.
188631.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 15
მეც კარგად შეგაჯანჯღარებდი, შე დაუნდობელო, ორპირო მხეცო!
I could shake you, you horrid, two-faced beast!
188632.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 15
თუ მასეა, ახლავე წავალ ჰილდასთან და წვრილად მოვუყვები, რაც შენ ჩემთვის გითქვამს.
As it is, I’m going to Hilda to tell her every single thing you’ve told me.
188633.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 15
ეს არ იქნება დაბეზღება, ეს იქნება ძალიან ცუდი რამის შეტყობინება სამართლიანობის აღსადგენად!
That’s not sneaking—that’s reporting something almost too bad to be true!
188634.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 15
ღირსი ხარ, გაგრიცხონ!
You ought to be expelled.
188635.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 15
ასე და ამგვარად, ფელისიტასა და ჯუნას მეგობრობას წერტილი დაესვა და აღარასოდეს განახლებულა.
And so the friendship between Felicity and June came to a most abrupt end, and was never renewed again.
188636.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 15
ფელისიტამ სუზანი იპოვა და მისგან მიიღო თანაგრძნობა.
Susan was hunted out by Felicity and gave her the comfort she needed.
188637.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 15
ჯუნა კი საკუთარ თავს კიცხავდა, რატომ არ გაახსენდა, ფელისიტა დარელის და რომ იყო?!
June kicked herself for forgetting that Darrell was Felicity’s sister.
188638.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 15
ფელისიტამ ჯუნა ისეთი დაინახა, როგორიც სინამდვილეში იყო და საერთოდ აღარ მოეწონა!
Felicity had seen June in her true colours—and she didn’t like them at all!
188639.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 15
მეოთხეკლასელები მომხდარმა შეაშფოთა.
The fourth form were horrified at all that had happened.
188640.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 15
საბრალო დარელს ყველა მხარში ამოუდგა.
All they stood by poor Darrell.