მოიძებნა 669200 ჩანაწერი
188741.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 16
უკვე გამიარა, ახლა კარგად ვარ.
It’s over now! I’m quite all right.
188742.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 16
ეს არ არის ანემია, მადმუაზელ.
It’s not anaemia, Mam’zelle.
188743.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 16
ანემია არასოდეს მქონია.
I’ve never been anaemic.
188744.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 16
ყველაფერი ჩემი სულელი გულის ბრალია.
It’s just my silly heart.
188745.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 16
ჩვენი ოჯახის სისუსტეა ეს.
It’s a weakness in our family.
188746.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 16
მადმუაზელს ძალიან შეეცოდა და გონდოლინას ურჩია, დღეს ჩოგბურთი აღარ ითამაშოო.
Mam’zelle was very sympathetic, and told Gwen she had better not play tennis that afternoon.
188747.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 16
გონდოლინამ გაიხარა.
Gwendoline was delighted.
188748.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 16
რა მამაცია გონდოლინა, – გაიფიქრა მან.
The brave Gwendoline! she thought.
188749.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 16
ოჰ, ეს ინგლისელი გოგონები რა გაბედულები და დაუდევრები არიან!
Ah, these English girls, they have the courage and the pluck!
188750.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 16
შუა სემესტრის მშობლებს და მადმუაზელს შეახვედრებდა და მერე ერთად დატოვებდა.
She would bring Mam’zelle up to her parents at half-term, and leave her to talk to them.
188751.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 16
თუ კარგად გამოუვიდოდა, შეძრწუნებული დედა დაუყოვნებლივ წაიყვანდა შინ.
If she played her cards well, she would be taken home at once by a very anxious mother!
188752.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 16
სულაც არ ანაღვლებდა, თუ როგორ ტკივილსა და მწუხარებას მიანიჭებდა მშობლებს თავისი სულელური მიზნით!
She did not stop to think of the pain and anxiety she would give to her parents by her stupid pretence.
188753.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 16
მხოლოდ ის უნდოდა, გამოცდებისთვის თავი აერიდებინა და ამისთვის ნებისმიერ რამეზე იყო წამსვლელი!
She wanted to get out of doing the exam, and she didn’t mind how she did it.
188754.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 16
დარწმუნებული ვარ, დედა აუცილებლად წამიყვანს სახლში.
I’m certain Mother will take me home.
188755.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 16
ამიტომ საგამოცდო საკითხების ზუთხვა არაფერში მჭირდება.
I really don’t think I need bother about swotting up for the exam.
188756.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 16
სხვები რა დღეში არიან! როგორ ოხრავენ და გმინავენ!
Look at all the others—groaning and moaning every evening.
188757.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 16
ყველას გასაკვირად, გონდოლინამ მეცადინეობას თავი მიანება და მოდუნდა.
To the surprise of everyone, Gwendoline suddenly stopped working hard, and slacked!
188758.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 16
არ გეშინია, რომ ტესტში ჩაიჭრები? – შეეკითხა ერთხელ მავი, რომელსაც თავად ეშინოდა და თავდაუზოგავად მეცადინეობდა.
Aren’t you afraid of doing frightfully bad papers? asked Mavis, who was rather afraid of this herself, and was working very hard indeed.
188759.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 16
მეტი აღარ შემიძლია.
I can’t do more.
188760.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 16
მავის არ სჯეროდა გონდოლინას გულის ფრიალის, თუმცა უკვირდა, რატომ ფლანგავდა ეს გოგო დროს ასე უქმად, მაშინ, როდესაც თავი არ უნდა დაეზოგა და გამოცდებისთვის მომზადებულიყო.
Mavis didn’t believe in this heart of Gwendoline’s, but she was really puzzled to know why the girl was so silly as to waste her time, when she ought to be putting in some good hard work preparing for the exam.