მოიძებნა 669200 ჩანაწერი
188861.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 17
კლარისა პიკნიკიდან ბილთან და მის ოჯახთან ერთად დაბრუნდა.
Clarissa came back after her picnic lunch with Bill and her family.
188862.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 17
გონდოლინას ახლოსაც აღარ გაჰკარებია.
She did not go near Gwen.
188863.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 17
არც კი გაუხედავს მისკენ, ვაითუ, თვალით რამე მანიშნოსო.
She did not even look in her direction in case she was beckoned over.
188864.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 17
მან საბოლოოდ დაუსვა წერტილი კლარისასთან, ამ პატარა საზიზღარ და ორპირ არსებასთან ურთიერთობას!
She had Finished with Clarissa, the horrid little two-faced thing.
188865.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 17
ის ცეკვის მასწავლებელს ეხმარებოდა გოგონების მორთვა-მოკაზმვაში და ფრიად კმაყოფილიც იყო!
She was busy helping the dancing mistress, dressing the girls, thoroughly enjoying herself.
188866.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 17
გონდოლინა თავს იმშვიდებდა, ხვალ მამზელს აუცილებლად ჩავიგდებ ხელშიო.
Gwendoline had to comfort herself by thinking that she would find it easy to get Mam’zelle the next day.
188867.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 17
მადმუაზელი სიხარულით დათანხმდებოდა, რადგან ძალიან ამაყობდა გადასაფარებლით!
Mam’zelle would certainly love to do that—she was very proud of her bedspread!
188868.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 17
ბედნიერი იყო, დედამ და მამამ მისი ორგანიზატორობიდან გადადგომა საერთოდ რომ არ ახსენეს.
She was happy because her mother and father hadn’t said a word about her not being head-girl any longer.
188869.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 17
თუმცა ის კი აგრძნობინეს, რომ ყველაფერი ესმოდათ და მხარში ედგნენ.
But each of them had managed to convey to her that they understood all about it, and were backing her valiantly.
188870.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 17
ფელისიტა გიჟს ჰგავდა სიხარულისგან, როცა მშობლები კვლავ დაინახა.
Felicity, of course, was mad with joy to see her parents again.
188871.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 17
მიყვარს მელორი ტაუერსი!
I love Malory Towers!
188872.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 17
დედიკო, მამიკო, მადლობელი ვარ თქვენი, აქ რომ გამომგზავნეთ!
Thank you for sending me here, Mummy and Daddy.
188873.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 18
გოგონები მეორე დღესაც ელოდნენ მშობლებს.
The next day the girls expected their parents again.
188874.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 18
კლარისა ფანჯარასთან იდგა და აღელვებული იცქირებოდა.
Clarissa stood at the window, looking out eagerly.
188875.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 18
საძაგელი არსება!
Horrid thing.
188876.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 18
ხმასაც აღარ გავცემ!
I shan’t even speak to her!
188877.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 18
უცებ გახარებულმა კლარისამ ვიღაცას ხელი დაუქნია.
She saw Clarissa suddenly wave in delight.
188878.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 18
მერე ოთახიდან გავარდა და კიბეზე დაეშვა.
Then she ran from the room and disappeared down the stairs.
188879.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 18
იქიდან უბრალო გარეგნობის ქალი გადმოვიდა.
Out of it stepped a most ordinary-looking woman.
188880.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 18
მას ტანთ ლურჯი კოსტიუმი და თეთრი ზედა ეცვა.
She had on a neat blue suit with a white blouse.