მოიძებნა 669200 ჩანაწერი
188981.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 19
შენ ჩემი ერთადერთი ქალიშვილი ხარ.
You are my only child.
188982.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 19
როგორც ყველა მშობელს, მეც ძალიან მინდა, გენდობოდე და შენით ვამაყობდე.
I want to love you and be proud of you like all parents.
188983.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 19
რატომ მიშლი ხელს, რომ მიყვარდე და მეამაყებოდე გონდოლინა?!
Why do you make it so hard for me to be proud of you, and to love you, Gwendoline?
188984.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 19
შენი ტყუილით დედას გული ატკინე, მე კი გამაბრაზე და ძალიან დამანაღვლიანე.
You have made your mother ill with this, and you have made me angry and and very sad.
188985.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 19
მეტად აღარ მოვიქცევი ასე, – აქვითინდა გონდოლინა, შეშინებული და დარცხვენილი.
I won’t do it again, sobbed Gwendoline, terrified and ashamed.
188986.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 19
ხვალვე სკოლაში უნდა დაბრუნდე!
You must go back to school tomorrow.
188987.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 19
ეგ არ მანაღვლებს.
I don’t care that.
188988.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 19
ახლავე დავურეკავ ქალბატონ გრეილინგს და შენი წამოსვლის გამო მოვუბოდიშებ.
I am telephoning to Miss Grayling to apologize for taking you away.
188989.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 19
თან ექიმის რეკომენდაციასაც გავაცნობ – თამაში, ვარჯიში, სეირნობა და, რაც მთავარია, ბევრი ცურვა!
I will give her the specialist’s instructions— games, gym, walks—and most of all swimming!
188990.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 19
აი, რა სძულდა გონდოლინას ყველაზე მეტად!
The one thing Gwen detested most of all.
188991.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 19
ისევ ცრემლად დაიღვარა და მთელი საღამო ქვითინში გაატარა.
She dissolved into tears again and wept the whole of the evening.
188992.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 19
ეს რა გაუკეთა საკუთარ თავს?!
What had she done to herself?
188993.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 19
ახლა მოუმზადებელს მოუწევს გამოცდებზე გასვლა!
It had all ended in her having to take the exam without working for it.
188994.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 19
გამოცდები დაიწყო.
The exam began.
188995.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 19
ყველას მოუსვენრობა დაეტყო, ალისიასაც კი!
Everyone was jittery—even Alicia.
188996.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 19
ივლისის მცხუნვარე მზე ფანჯრებში იჭრებოდა, გარეთ კი მწერები გამაყრუებლად ზუზუნებდნენ.
The bright July sun shone in through the open windows, and the bees hummed enticingly outside.
188997.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 19
ალისიას რაღაც უცნაური დაემართა.
Something curious had happened to Alicia.
188998.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 19
პირველ გამოცდაზე როცა დაჯდა და საკითხებს თავდაჯერებით ჩახედა, დარწმუნებული იყო, რომ ადვილად გააკეთებდა.
The first day she sat and looked at the questions, feeling sure they would be easy for her.
188999.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 19
მაგრამ, იგრძნო, რომ აზრებს თავს ვერ უყრიდა.
But she found that she could not collect her thoughts properly.
189000.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 19
ხელი თავზე შემოიდო.
She put her hand up to her head.