მოიძებნა 669200 ჩანაწერი
189061.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 20
გოგონები კონის ამბავზე მსჯელობდნენ.
The girls talked about the Connie Affair.
189062.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 20
ხომ გახსოვთ, კონი გონდოლინას როგორ გაუბრაზდა?
Don’t you remember how Connie flared out at Gwendoline?
189063.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 20
ასეთი უაზრო ოინები ადრეც მოუფიქრებია მაგ გოგოს.
She has done these nasty tricks before.
189064.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 20
რადგან, გონდოლინამ ერთხელ რაღაც დააშავა, ეს უფლებას არ გვაძლევს, ყოველთვის ის დავადანაშაულოთ!
Just because Gwen did once do thing like this, and got a bad name for it, doesn’t mean we ought to accuse her of the same thing now.
189065.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 20
ორგანიზატორი ლაპარაკობს.
There speaks a head-girl.
189066.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 20
დარელი გაწითლდა და თქვა: – მე არა ვარ ორგანიზატორი.
Darrell flushed and said: I’m not head-girl.
189067.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 20
დილით კონის სამელნე ვიღაცას ქაღალდის ნაკუწებით გამოუტენია.
Connie’s ink-pot was stuffed up with blotting-paper this morning.
189068.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 20
აი, ტყუპებიც მოდიან, – გამარჯობა, კონი; ახალი ხომ არაა რამე?
Here are the twins, Hallo, Connie— anything more to report?
189069.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 20
ჰო, ვიღაცამ ჩემს ჩოგანს სახელური მოაჭრა.
Yes—somebody’s cut my racket handle.
189070.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 20
ხომ გითხარი, ჩემით გამოიყენე-მეთქი, კონი, – ხმა ამოიღო რუთმაც, რომელიც ძალიან შეწუხებული ჩანდა.
You can use mine, Connie, I told you, said Ruth, who was looking very distressed.
189071.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 20
ყველაფერი ძალიან უცნაურადაა, – თქვა აირენმა და ახალშექმნილი მელოდიის ღიღინს მოჰყვა.
It’s all very, very queer, said Irene, and hummed a new melody she had just composed.
189072.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 20
ისე მღერი, როგორც ადრე, მავი!
That’s just how you used to sing, Mavis!
189073.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 20
ჰო, ვიცი, – უპასუხა მავიმ და სახე კმაყოფილებისგან აუწითლდა.
Yes, I know, said Mavis, her face red with pleasure.
189074.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 20
მარტო როცა ვიყავი, მოვსინჯე!
I’ve tried it out when I’ve been alone.
189075.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 20
გოგონები სულგანაბული უსმენდნენ.
The girls listened spellbound.
189076.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 20
ეჭვი აღარავის ეპარებოდა, რომ მავის ძლიერი ხმა ისევ დაუბრუნდა!
There was no doubt about it, Mavis’s powerful voice had come back again.
189077.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 20
მე როცა ოპერის მომღერალი ვიქნები, რომში და ნიუ-იორკში ვიმღერებ.
When I’m an opera singer and sing in Rome and New York.
189078.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 20
მავიმ კი თავი გააქნია.
But Mavis shook her head.
189079.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 20
ახლა ისეთი აღარ ვარ.
I’m not like that now.
189080.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 20
დარელმა მხარზე ხელი დაუტყაპუნა.
Darrell clapped her on the back.