მოიძებნა 669200 ჩანაწერი
189081.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 20
ძალიან მიხარია, მავი.
I’m so glad, Mavis.
189082.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 20
ამან კონის უსიამო ვნებებიც კი გადაფარა!
That almost makes up for this horrid Connie Affair.
189083.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 20
ალბათ, მომავალ სემესტრში ისევ აღდგება შენი სიმღერის გაკვეთილები.
You’ll be able to have singing lessons again next term.
189084.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 20
კონის არ დაუჩივლია, რამე უცნაურობა დამემართაო.
Connie did not report any more strange happenings.
189085.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 20
შემდეგ კი აცრემლებული შემოვარდა საერთო ოთახში.
Then she came to the common room almost in tears.
189086.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 20
თქვა და ცხენის მათრახი ზემოთ ასწია.
she said, and held up her riding-whip.
189087.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 20
ეს ხტომის ტურნირზე მოეგო და ძალიან ამაყობდა.
It was one she had won at a jumping competition and was very, very proud of it.
189088.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 20
ორი ცხენი მიგყავდა, შენი და რუთის, მეც დაგინახე.
You took two horses, yours and Ruth’s, too, I saw you.
189089.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 20
ცხენები თავლაში შევიყვანე და მათრახი იქ დამრჩა.
I took the horses to the stable and left my whip there.
189090.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 20
როცა მის მოსაძებნად მივბრუნდი, აი, ასეთი დამხვდა!
When I went back to look for it, I found it like this!
189091.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 20
იქ ბილი იყო, ჯუნა და ფელისიტა, მე და რუთი.
Bill had been there, of course, and June and Felicity had, too—and I and Ruth.
189092.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 20
სხვა არავინ, – უპასუხა კონიმ.
Nobody else, said Connie.
189093.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 20
შეიძლება ერთ-ერთმა მათგანმა გააკეთა ეს.
Well, one of those must have done it.
189094.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 20
მაგრამ, არ მგონია რომელიმეს გაეკეთებინა ეს!
But I can’t believe any of them did.
189095.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 20
რუთი და ბილი, რაღა თქმა უნდა, არ იზამდნენ.
Ruth and Bill certainly wouldn’t.
189096.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 20
ჩემს დას, ფელისიტას, აზრადაც არ მოუვა ასეთი რამ.
My sister Felicity wouldn’t even think of such a thing.
189097.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 20
დარწმუნებული ვარ, ვერც ჯუნა გაბედავდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს პატარა მაიმუნი დიდად არ მეხატება გულზე.
And I feel pretty certain June wouldn’t either, much as I dislike that little monkey.
189098.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 20
შენ ხომ არავინ შეგინიშნავს, რუთ, როცა ცხენს ვარცხნიდი? – ჩაეკითხა საგონებელში ჩავარდნილი დარელი.
Did you notice anyone else at all, when you were grooming your horse, Ruth? asked Darrell, puzzled.
189099.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 20
მაგას საერთოდ არ დაუვარცხნია ცხენი.
She didn’t even groom her horse.
189100.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 20
ეგ იდგა და სხვა ცხენებს ათვალიერებდა, დაინახავდა, ვინმე რომ ყოფილიყო გარშემო.
She stood there, looking at all the other horses, and would have seen anyone slinking round.