მოიძებნა 669200 ჩანაწერი
189141.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 21
ხელი სახეზე აიფარა და ქვითინის თუ ოხვრის მსგავსი ხმა ამოუშვა.
She put her hand over her face and made another sound—either a groan or a sob.
189142.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 21
რუთ, – დაუძახა დარელმა და შიგნით შევიდა.
Ruth, said Darrell, going up.
189143.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 21
რა დაგემართა, რუთ?
Ruth! What’s the matter?
189144.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 21
რუთი შეშინებული წამოხტა.
Ruth leapt up in fright.
189145.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 21
როცა მიხვდა, რომ დარელი იყო, ისევ ტომარაზე დაჯდა და სახე გვერდზე მიაბრუნა.
When she saw it was Darrell she sat down on the sacks again, and turned her face away.
189146.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 21
ხელში ისევ ეჭირა გაფუჭებული მათრახი.
Still, she was holding the broken whip.
189147.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 21
რატომ გაუფუჭე ეს მშვენიერი მათრახი კონის?
Why did you spoil that lovely whip of Connie’s?
189148.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 21
რუთმა სწრაფად ახედა, სახეზე შეშფოთება გამოესახა.
Ruth looked up quickly, dismay on her face.
189149.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 21
რას გულისხმობ?
What do you mean?
189150.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 21
მე არ გამიფუჭებია!
I didn’t spoil it!
189151.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 21
ვინ გითხრა ეს?
Who said so?
189152.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 21
არა, არავის უთქვამს.
No. Nobody said so.
189153.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 21
არავის უთხრა, – შეეხვეწა რუთი და დარელს ხელი ჩაავლო.
Don’t tell anyone, begged Ruth, clasping Darrell’s hand tightly.
189154.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 21
მეტს აღარ ვიზამ!
I won’t do it again, ever.
189155.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 21
მაგრამ, რუთ, რატომ აკეთებ ამას?
But Ruth—why did you do it?
189156.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 21
ვინმეს ეგონება, რომ შენი ტყუპისცალი გძულს.
Anyone would think that you hated your twin!
189157.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 21
რუთმა გაწყვეტილი მათრახი ტომარას გადაუჭირა.
Ruth slapped the broken whip against the sacks.
189158.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 21
დარელი გაოცებული უსმენდა.
Darrell listened to this in surprise.
189159.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 21
მაგრამ ნუთუ შესაძლებელია, ადამიანი თან გიყვარდეს და თანაც გძულდეს?!
But you can’t love a person and hate them at the same time.
189160.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 21
კონი მიყვარს, იმიტომ, რომ ჩემი ტყუპისცალია; და იმიტომ მძულს, რომ...
I love Connie because she’s my twin—and hate her because...