მოიძებნა 669200 ჩანაწერი
189241.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 22
უკვე მონატრებოდათ ეს მხიარული და ენაკვიმატი გოგო.
They had all missed her quickness and sense of fun.
189242.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 22
მხოლოდ გონდოლინას არ უნდოდა მისი დაბრუნება.
Gwendoline was perhaps the only one who didn’t want her back.
189243.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 22
საბრალო გონის წონაში საგრძნობლად დაეკლო ჩოგბურთის თამაშით, სეირნობითა და ცურვით.
Poor Gwen—she had already lost some of her fat, through having to play so much tennis and go for so many walks, and swim.
189244.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 22
ამიტომ ბევრად ჯანსაღად გამოიყურებოდა და ლაქებიც კი გაჰქრობოდა.
So she certainly looked healthier, and her spots were rapidly going.
189245.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 22
კლარისამ მთელი კლასი გააოცა, როცა ერთ დღესაც ექიმებიდან დაბრუნდა.
Clarissa amazed the class one day by coming back from a visit to the doctor.
189246.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 22
სათვალე მეტად აღარ მჭირდება, – გამოაცხადა მან.
I haven’t got to wear glasses any more! she announced.
189247.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 22
მისი ღრმა მწვანე თვალები თითქოს იქაურობას ანათებდა, ქათქათა კბილებს კი აღარ აუშნოებდა საზიზღარი მავთული!
Her deep green eyes flashing round, and her white teeth no longer spoilt by an ugly wire.
189248.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 22
მხატვრის თვალმა ზუსტად წარმოიდგინა ოცდაერთი წლის კლარისა.
Her artist’s eye seeing Clarissa at twenty-one.
189249.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 22
კლარისა ახლა ბილთან მეგობრობდა.
Clarissa was now fast friends with Bill.
189250.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 22
მას შემდეგ, რაც საძინებლის ფანჯრიდან ძველი მანქანიდან გადმოსული ხნიერი ქალი – კლარისას დედა – დაინახა, ამ გოგოსთან მეგობრობის ყოველგვარი ინტერესი დაკარგა.
Since she had seen Clarissa going off at half-term with the dowdy looking elderly woman in the old car, she had taken no further interest in her.
189251.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 22
აღარავინ ეჩურჩულებოდა და აღარც ხითხითებდა მასთან ერთად, აღარავინ უწოდებდა მეგობარს!
So Gwen was once more alone, with no one to talk or giggle with, no one to call her friend.
189252.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 22
ალისიას დაბრუნება რამით უნდა აღვნიშნოთ.
We ought to do something to celebrate Alicia coming back.
189253.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 22
ის ხვალ ბრუნდება.
She’s coming back tomorrow.
189254.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 22
ორი სემესტრია, ოინი არავისთვის მოგვიწყვია!
We haven’t played a trick for two whole terms.
189255.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 22
ჰო, ოინი მოვაწყოთ.
Yes, let’s play a trick.
189256.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 22
ბოლოს და ბოლოს, გამოცდები ხომ მოვილიეთ, ბევრი ვიშრომეთ, ერთ კარგ მხიარულებას ნამდვილად ვიმსახურებთ!
After all, the exams are over, and we worked jolly hard—we deserve a really good laugh!
189257.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 22
რა ოინი მოვაწყოთ?
What trick shall we play?
189258.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 22
ახლა აღარ მომიტანია, – დანანებით თქვა ბეტიმ.
I didn’t bring it back with me this term, said Betty, regretfully.
189259.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 22
ჯერ არ გამომიცდია, თქვა ბეტიმ.
I haven’t tried them yet, said Betty.
189260.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 22
პატარა ნაცრისფერი გრანულებია, საკმაოდ ბრტყელი.
They’re little grey pellets, quite flat.