მოიძებნა 669200 ჩანაწერი
189301.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 22
დაინახა რომ აირენი ჭერს უყურებდა და მანაც შეხედა.
She saw Irene looking up at the ceiling and she looked, too.
189302.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 22
მადმუაზელი შეხტა, თითქოს ესროლესო.
Mam’zelle jumped as if she had been shot.
189303.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 23
სემესტრის ბოლო კვირა.
Last Week of Term.
189304.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 23
გოგოები სიცილით იხოცებოდნენ.
The girls were almost helpless with laughter.
189305.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 23
დარელს ცრემლები ღაპაღუპით სცვიოდა ლოყებზე.
Tears were pouring down Darrell’s cheeks.
189306.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 23
სელი გვერდებზე იჭერდა ხელს;
Sally was holding her sides.
189307.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 23
მადმუაზელი ქალბატონ უილიამსთან გავარდა.
Mam’zelle rushed to Miss Williams.
189308.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 23
ის მეორე კლასს უტარებდა გაკვეთილს და მეტად გაოცებული დარჩა მადმუაზელის უეცარი გამოჩენით.
She was taking a class in the second form, and was amazed at Mam’zelle’s sudden entrance.
189309.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 23
ქალბატონო უილიამს! გევედრებით, თქვენი კლასის ოთახში წამომყევით!
Miss Williams! I beg you to come with me to your classroom.
189310.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 23
ქალბატონი უილიამსი გაოგნებული მიაჩერდა.
Miss Williams looked astounded.
189311.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 23
ხომ არ შეიშალა მადმუაზელი?
Was Mam’zelle off her head?
189312.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 23
მეორეკლასელები ახითხითდნენ.
The second form began to giggle.
189313.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 23
თქვენს საკლასო ოთახში რაღაც ტკაცუნობს, – თქვა ისევ მადმუაზელმა.
In your classroom there are pings and pongs, said Mam’zelle again.
189314.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 23
ქალბატონმა უილიამსმა შეამჩნია, რომ ცოტაც და მადმუაზელი მუხლებზე დაეცემოდა, ამიტომ წამოდგა და სწრაფად გაჰყვა მეოთხე კლასის ოთახისკენ.
As it looked as if Mam’zelle was about to go down on her knees, Miss Williams got up hurriedly and went with her to the Upper Fourth.
189315.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 23
გოგონები ამასობაში დაწყნარებულიყვნენ და სმენას ძაბავდნენ, ნეტა ვინ მოდისო.
The girls had recovered a little and were on the watch to see who might be coming.
189316.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 23
რა ხდება აქ? – მოუთმენლად იკითხა ქალბატონმა უილიამსმა.
What is all this? asked Miss Williams, impatiently.
189317.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 23
რატომ მოვიდა პრეტენზიით მადმუაზელი?
What is it that Mam’zelle is complaining of?
189318.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 23
მგონი, მადმუაზელს ყურებში ხმაური აწუხებს, – თქვა ალისიამ თავაზიანად.
I think Mam’zelle has noises in her ears, said Alicia, politely.
189319.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 23
ამბობს, რომ ტკაცატკუცი ჩაესმის.
She hears pings and pongs, she says.
189320.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 23
ბუშტი და კვლავ მადმუაზელის ახლოს ჩამოვარდა და გასკდა.
A bubble fell near Mam’zelle and burst.