მოიძებნა 669200 ჩანაწერი
189261.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 22
ერთ მხარეს წებოვანია; ჭერზე აწებებ.
One side is sticky, and you stick it to the ceiling.
189262.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 22
გრანულები სპეციალური სითხით უნდა დანამო.
You have to dab each pellet with some kind of liquid.
189263.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 22
და მერე უცნაურ ბუშტებს გამოუშვებს, ნელ-ნელა გამოეყოფა ბუშტები, ძირს ჩამოფარფატდებიან და ტკაც!..
And then a queer bubble detaches itself slowly from the pellet, floats downwards, and suddenly pops!...
189264.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 22
ყველანი აღტაცებული უსმენდნენ.
Everyone listened in delight.
189265.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 22
ბეტი, ეს ძალიან მაგარია!
Betty! It’s too marvellous for words!
189266.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 22
მოდი, ხვალვე მოვაწყოთ ეს ოინი და ალისიას დაბრუნება აღვნიშნოთ!
Let’s play the trick tomorrow, to celebrate Alicia’s coming back.
189267.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 22
კიბე დაგვჭირდება, ჭერზე რომ მივამაგროთ გრანულები.
We’ll have to get the step-ladder to put some of the pellets on the ceiling.
189268.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 22
ის ყოველთვის სასაცილოდ რეაგირებს ოინებზე!
She’s always fun to play tricks on.
189269.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 22
საიდუმლოდ იშოვეს კიბე, რომელიც საკლასო ოთახის გარეთ მდგარ კარადაში დამალეს და დილაადრიან, სანამ გაკვეთილები დაიწყებოდა, სამი მოზრდილი გრანულა ჭერზე ისეთ ადგილებში მიაწებეს.
So, with much secrecy, the step-ladder was hidden in the cupboard outside the classroom, and just before morning school, three flat grey pellets were quickly fixed to the ceiling.
189270.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 22
კიბე ისევ კარადაში შემალეს თუ არა, მადმუაზელის ქუსლების კაკუნიც მოისმა დერეფნის ბოლოდან.
Then the ladder was bundled into the cupboard again, just as Mam’zelle’s high heels were heard tip-tapping down the corridor.
189271.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 22
დეფნე გავარდა და საკლასო ოთახის კარი ფართოდ გამოაღო, დანარჩენებმა კი თავიანთი ადგილები მოძებნეს.
Daphne flew to hold the door open, and the others stood ready in their places.
189272.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 22
ძალიან გაგაწვალა წითელამ?
You have had a bad time with your measle?
189273.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 22
სასიხარულოა, რომ მათგანს არ გადაედო შენგან! – აღნიშნა მადმუაზელმა და მაგიდას მიუჯდა.
It is good that no one got the measle from you, said Mam’zelle, sitting down at her desk.
189274.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 22
მე შარშან მოვიხადე წითელა.
I had a measle last year.
189275.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 22
მადმუაზელმა შენიშნა, რომ ლაპარაკი შორს წავიდა და თემის ამოწურვა სცადა.
Mam’zelle had to bring the talk to an end, because it showed signs of getting very boisterous.
189276.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 22
აღარ გვინდა წითელაზე საუბარი, – თქვა მკაცრად.
We will have no more measly talk, she said, firmly.
189277.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 22
გოგონები წამდაუწუმ ზემოთ იხედებოდნენ და ჭერს შესცქეროდნენ.
The girls took quick, surreptitious glances at the ceiling every now and again.
189278.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 22
ერთი სული ჰქონდათ, ოინი როდის ამოქმედდებოდა!
They were longing to see the new trick at work.
189279.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 22
ალისიამაც იცოდა ოინის შესახებ და უხაროდა, რომ მის დაბრუნებას ასე აღნიშნავდნენ.
Alicia had heard all about the trick, of course, and was thrilled with their novel way of celebrating her return.
189280.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 22
უფრო შორს წავიდა და ყველა გააფრთხილა, რომ ბუშტებისთვის ყურადღება არ მიექციათ და არც გასკდომის ტკაცანზე ჰქონოდათ რეაქცია.
She had suggested that everyone should pretend they could not see the bubbles, or hear the "ping" when they exploded.