მოიძებნა 669200 ჩანაწერი
189341.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 23
არასოდეს დამავიწყდება მადმუაზელის სახე, როცა პირველი ბუშტი გასკდა.
I will never forget Mam’zelle’s face when that first bubble pinged!
189342.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 23
ოინს მიხვდა და თვითონაც მოუნდა გაცინება.
She spotted the trick all right, and wanted to laugh.
189343.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 23
შევამჩნიე, როგორ იკვნეტდა ტუჩებს.
I saw her lips twitching.
189344.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 23
ჰო, მომავალ სემესტრში ზოგიერთი ჩვენგანი მეხუთე კლასში იქნება, – თქვა სელიმ.
Yes—next term most of us will be up in the fifth, said Sally.
189345.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 23
მაგალითად, მე რომ ორგანიზატორობა დავკარგე.
For example, when I lost my place as head-girl.
189346.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 23
დარელით ძალიან მოხიბლული იყო მას შემდეგ, რაც მან ისე მოუგვარა პრობლემა, რომ კონის არაფერი გააგებინა.
She had had a great admiration for her ever since Darrell had put things right for her—and had not told Connie.
189347.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 23
სემესტრის ბოლო დღეებმა სწრაფად ჩაიქროლა.
The last few days of the term flew by.
189348.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 23
მასწავლებლები ფიქრობდნენ, რომ ცოტაღა აკლდათ ჭკუიდან შეშლას.
Mistresses began to feel as if they were slowly going mad.
189349.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 23
პირველად მატარებლის გოგონები გაემგზავრნენ.
The train-girls went off first.
189350.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 23
მომდევნო სემესტრში გნახავ!
See you next term!
189351.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 23
დარელი დელისიტას მოსაძებნად წავიდა, რომელიც წარამარა სადღაც იკარგებოდა.
Darrell went to find Felicity, who seemed to be continually disappearing.
189352.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 23
ბოლოს სუზანთან ერთად იპოვა, მისამართებს უცვლიდნენ ერთმანეთს.
She found her exchanging addresses with Susan.
189353.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 23
ჯუნა მატარებლის გოგონებთან ერთად გაემგზავრა.
June had gone with the train girls.
189354.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 23
დარელმა შენიშნა, რომ ფელისიტამ მასთან დასამშვიდობებლად თავი არ შეიწუხა.
Darrell had noticed that Felicity had not even bothered to wave good-bye to her.
189355.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 23
ასე რომ, მათი მეგობრობა დასრულებული იყო.
So that friendship was finished with.
189356.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 23
მას შემდეგ, რაც ეს გოგო მის დას აღარ დაატარებდა თავის ჭკუაზე და ფელისიტასაც შეეძლო ფეხზე მყარად მდგარიყო, დარელს ჯუნას მიტყიპვის სურვილი გაუქრა.
Now that her sister was no longer dragged around by June, but Felicity was standing on her own feet, she had lost the desire to slap June hard!
189357.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 23
ფელისიტა, როგორც კი გიპოვი და გასასვლელთან გვერდით დაგიყენებ, მაშინვე სადღაც ქრები!
Felicity! As soon as I find you and stand you by the front door, you disappear again.
189358.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 23
მამა მალე მოგვაკითხავს მანქანით.
Daddy will be here soon with the car.
189359.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 23
გთხოვ, გამომყევი და გვერდიდან აღარ მომცილდე!
For goodness’ sake come with me and don’t leave me again.
189360.
მელორი ტაუერსი | წიგნი IV, თავი 23
შენი საცხენოსნო ქუდი სადღაა?
Where’s your bowler hat?