მოიძებნა 669200 ჩანაწერი
189421.
გედის საყვირი | თავი 1
– ფრთხილად ვიქნები.
"I'll be careful."
189422.
გედის საყვირი | თავი 1
იცოდა, რომ დაბრუნებით უსიკვდილოდ დაბრუნდებოდა იმ ტბაზე, გედები რომ ბუდობდნენ.
He knew perfectly well he would be going back to the pond where the swans were.
189423.
გედის საყვირი | თავი 1
ჩუმჩუმა ბიჭი არ იყო, მაგრამ ერთი უცნაურობა კი სჭირდა: რაღაც-რაღაცებს გულში ინახავდა.
He was not a sly boy, but he was odd in one respect: he liked to keep things to himself.
189424.
გედის საყვირი | თავი 1
მარტო ყოფნაც უყვარდა, განსაკუთრებით ტყეში.
He liked being alone, particularly when he was in the woods.
189425.
გედის საყვირი | თავი 1
უყვარდა დედა.
He loved his mother.
189426.
გედის საყვირი | თავი 1
სემის ცხოვრებაში ამ დღეებს არაფერი სჯობდა – ტყეში გატარებულ დღეებს, როცა ყველაფერი შორს რჩებოდა: აქ არც ავტომობილები იყო, არც გზები, არც ადამიანები, არც ხმაური, არც სკოლა, არც საშინაო დავალებები და არც პრობლემები.
These were the pleasantest days of Sam's life, these days in the woods, far, far from everywhere—no automobiles, no roads, no people, no noise, no school, no homework, no problems, except the problem of getting lost.
189427.
გედის საყვირი | თავი 1
ეს პრობლემა ყველა ბიჭსა აქვს.
Every boy has that problem.
189428.
გედის საყვირი | თავი 1
იმ საღამოს, ნავახშმევს, სემი და მისტერ ბივერი ერთხანს პარმაღზე ისხდნენ.
After supper that evening, Sam and his father sat for a while on the porch.
189429.
გედის საყვირი | თავი 1
სემი წიგნს კითხულობდა ფრინველებზე.
Sam was reading a bird book.
189430.
გედის საყვირი | თავი 1
– რატომ ოცდათხუთმეტ დღეში?
"But why in thirty-five days?"
189431.
გედის საყვირი | თავი 1
– არც არაფერი, – მიუგო სემმა.
"Oh, nothing," said Sam.
189432.
გედის საყვირი | თავი 1
– უბრალოდ, ვფიქრობდი, რა კარგი იქნება აქაურობა ოცდათხუთმეტ დღეში-მეთქი.
"I just thought it might be very nice around here in thirty-five days."
189433.
გედის საყვირი | თავი 1
– ამაზე დიდი ბოდვა ჯერ არ გამიგონია.
"That's the craziest thing I ever heard of."
189434.
გედის საყვირი | თავი 1
– აქაურობა მუდამ კარგია.
"It's nice here all the time."
189435.
გედის საყვირი | თავი 1
ფრინველებზე ბევრი წაეკითხა და იცოდა, რომ გედის კვერცხის გამოჩეკას ოცდათხუთმეტი დღე სჭირდება.
He knew a lot about birds, and he knew it would take a swan about thirty-five days to hatch her eggs.
189436.
გედის საყვირი | თავი 1
იაფფასიანი რვეული იყო, მუდამ საწოლის გვერდით ედო.
It was a cheap notebook that was always by his bed.
189437.
გედის საყვირი | თავი 1
ყოველ ღამე, სანამ დაწვებოდა, წერდა.
Every night, before he turned in, he would write in the book.
189438.
გედის საყვირი | თავი 1
წერდა, რა გააკეთა, რა ნახა და რა გაიფიქრა.
He wrote about things he had done, things he had seen, and thoughts he had had.
189439.
გედის საყვირი | თავი 1
იმ დღეს, როცა გედების ბუდეს მიაგნო, დღიურში ჩაწერა: დღეს ჩვენი ბანაკიდან აღმოსავლეთით, პატარა ტბაზე, ორი მესაყვირე გედი ვნახე.
On the day he found the swan's nest, this is what Sam wrote in his diary: I saw a pair of trumpeter swans today on a small pond east of our camp.
189440.
გედის საყვირი | თავი 1
დღეს გავიგონე, მელა ყეფდა.
I heard a fox bark today.