მოიძებნა 669200 ჩანაწერი
189441.
გედის საყვირი | თავი 1
რა აყეფებს მელას?
Why does a fox bark?
189442.
გედის საყვირი | თავი 2
იმ ტბას, გაზაფხულის დილას რომ წააწყდა სემი, იშვიათად თუ სტუმრებია ადამიანი.
The Pond Sam had discovered on that spring morning was seldom visited by any human being.
189443.
გედის საყვირი | თავი 2
მეტწილად ჩქამიც კი არ ისმოდა.
Most of the time there wasn't a sound to be heard.
189444.
გედის საყვირი | თავი 2
ბაყაყს ეძინა.
The frog was asleep.
189445.
გედის საყვირი | თავი 2
ხანდახან ჩხიკვი თუ დაიჩხავლებდა.
Occasionally a jay would cry out.
189446.
გედის საყვირი | თავი 2
ხან კი, ღამღამობით, მელა ატეხდა ყეფას: წვრილი, გამყივანი ხმით იყეფებოდა.
And sometimes at night the fox would bark—a high, rasping bark.
189447.
გედის საყვირი | თავი 2
მაგრამ დადგა დღე, როცა ტყემაც იწყო გადასხვაფერება და ტბამაც.
But one day a change came over the woods and the pond.
189448.
გედის საყვირი | თავი 2
ხეებში თბილმა, ალერსიანმა ქარმა დაუბერა.
Warm air, soft and kind, blew through the trees.
189449.
გედის საყვირი | თავი 2
ღამის განმავლობაში დარბილებულმა ყინულმა ლღობა დაიწყო.
The ice, which had softened during the night, began to melt.
189450.
გედის საყვირი | თავი 2
ესმოდათ და შეიგრძნობდნენ გაზაფხულის სუნთქვას.
They heard and felt the breath of spring.
189451.
გედის საყვირი | თავი 2
ტბის ფსკერზე, შლამში ჩაფლული ბაყაყიც ხვდებოდა, გაზაფხული დადგაო.
The frog, buried in the mud at the bottom of the pond, knew that spring was here.
189452.
გედის საყვირი | თავი 2
ხვდებოდა წივწივაც და უხაროდა (წივწივას ხომ ყველაფერი უხარია!).
The chickadee knew and was delighted (almost everything delights a chickadee).
189453.
გედის საყვირი | თავი 2
სამხრეთიდან ჩიტები მოფრინავდნენ.
Birds began arriving from the south.
189454.
გედის საყვირი | თავი 2
და თუ ზემოთ აიხედავდით, მაღლა, ცაში ორ დიდ, თეთრ ფრინველს დაინახავდით.
And if you had looked up, you would have seen, high overhead, two great white birds.
189455.
გედის საყვირი | თავი 2
გედებმა რამდენიმე დღე დაისვენეს.
For the next few days, the swans rested.
189456.
გედის საყვირი | თავი 2
მოშივდებოდათ – ჭამდნენ.
When they were hungry, they ate.
189457.
გედის საყვირი | თავი 2
მეათე დღეს დედალმა მიიხედ-მოიხედა: დასაბუდებელ ადგილს ეძებდა.
On the tenth day, the female began looking around to find a place to build her nest.
189458.
გედის საყვირი | თავი 2
გაზაფხულობით ფრინველის მთავარი საზრუნავი ბუდის შენებაა.
In the spring of the year, nest-building is uppermost in a bird's mind.
189459.
გედის საყვირი | თავი 2
გედებმა ჯერ ტბის ზედა ნაპირი მოათვალიერეს, საიდანაც ტბაში მდორედ ჩაედინებოდა ნაკადული.
The swans first investigated the upper end of the pond, where a stream flowed slowly in.
189460.
გედის საყვირი | თავი 2
მერე გედებმა ქვედა ნაპირისკენ გაცურეს, რომელსაც ცალ მხარეს ტყიანი ჭაობი ეკრა, მეორე მხარეს კი – ირმის მდელო.
Then the swans swam to the lower end of the pond, a marsh with woods on one side and a deer meadow on the other.