მოიძებნა 669200 ჩანაწერი
189541.
გედის საყვირი | თავი 3
საიდან იცის ფრინველმა, როგორ უნდა ბუდის შენება?
How does a bird know how to make a nest?
189542.
გედის საყვირი | თავი 3
მისთვის ხომ არავის უსწავლებია!
Nobody ever taught her.
189543.
გედის საყვირი | თავი 3
საიდან იცის ფრინველმა, როგორ უნდა ბუდის შენება?
How does a bird know how to build a nest ?
189544.
გედის საყვირი | თავი 3
სემმა დღიური დახურა, მამას ღამე მშვიდობისა უსურვა, ლამპას სული შეუბერა.
Sam closed his notebook, said good night to his father, blew out his lamp.
189545.
გედის საყვირი | თავი 3
იწვა და ფიქრობდა, ნეტავი საიდან იცის ფრინველმა, როგორ უნდა ბუდის შენებაო.
He lay there wondering how a bird know how to build a nest.
189546.
გედის საყვირი | თავი 4
ცხადია, კვერცხი ვერ იმოძრავებს, ამიტომ გედმა გადაწყვიტა, ფრთებქვეშ რაღაც ისეთი მაქვს, რაც კვერცხი არ არისო.
Eggs, of course, can't wiggle, so the swan decided she must have something under her that wasn't an egg.
189547.
გედის საყვირი | თავი 4
გაუნძრევლად იჯდა, უსმენდა და ელოდა.
She sat perfectly still, listening and waiting.
189548.
გედის საყვირი | თავი 4
ვერც ვერასოდეს გამოაღწევდა, ბუნებას ორი მნიშვნელოვანი რამ რომ არ ებოძებინა მისთვის: ღონიერი კისერი და ხანჯალივით კბილი ნისკარტის წვერზე.
It never would get out if Nature had not provided it with two important things: a powerful neck-muscle and a small dagger-tooth on the tip of its bill.
189549.
გედის საყვირი | თავი 4
კბილი მჭრელია და პაწია გედი სწორედ იმ კბილით ხვრეტს კვერცხის მაგარ ნაჭუჭს.
This tooth is sharp, and the baby swan uses it to pick a hole in the tough shell of the egg.
189550.
გედის საყვირი | თავი 4
მთავარია, გამოხვრიტოს, დანარჩენი იოლია.
Once the hole is made, the rest is easy.
189551.
გედის საყვირი | თავი 4
ცას ნელ-ნელა ეპარება დღის სინათლე.
Now, slowly, the light of day comes into our sky.
189552.
გედის საყვირი | თავი 4
ტბაზე ნისლი ჩამოწოლილა.
A mist hangs low over the pond.
189553.
გედის საყვირი | თავი 4
ვცურავ და ვცურავ.
I glide and glide.
189554.
გედის საყვირი | თავი 4
სინათლე მატულობს.
The light strengthens.
189555.
გედის საყვირი | თავი 4
ჰაერი თბება.
The air becomes warmer.
189556.
გედის საყვირი | თავი 4
ნისლი თანდათან ქრება.
Gradually the mist disappears.
189557.
გედის საყვირი | თავი 4
ჩიტები დილის სიმღერას მღერიან.
Birds sing their early song.
189558.
გედის საყვირი | თავი 4
ბაყაყები, მთელი ღამე რომ ყიყინში გაატარეს, აღარ ყიყინებენ, ჩუმად არიან.
Frogs that have croaked in the night stop croaking and are silent.
189559.
გედის საყვირი | თავი 4
მე კი განუწყვეტლივ დავცურავ, გედივით დავსრიალებ.
Still I glide, ceaselessly, like a swan.
189560.
გედის საყვირი | თავი 4
– რა თქმა უნდა, გედივით დაცურავ, – შენიშნა ცოლმა.
"Of course you glide like a swan," said his wife.