მოიძებნა 669200 ჩანაწერი
189561.
გედის საყვირი | თავი 4
– გმადლობ, რომ შემისწორე, ჩემო ძვირფასო.
"Thank you, my dear, for correcting me."
189562.
გედის საყვირი | თავი 4
მამალი გედი, ცოტა არ იყოს, შეაცბუნა ცოლის კეთილგონივრულმა შენიშვნამ.
The cob felt taken aback by his mate's commonsense remark.
189563.
გედის საყვირი | თავი 4
ახლა გადაწყვიტა, აჯობებს მეტი ვიცურო და ნაკლები ვილაპარაკოო.
He decided he'd better do more gliding and less talking.
189564.
გედის საყვირი | თავი 4
დროდადრო კი გრძნობდა, რომ ფრთებქვეშ, ბუდეში რაღაც ფუთფუთებდა.
Every once in a while, she felt something wriggle beneath her in the nest.
189565.
გედის საყვირი | თავი 4
უცნაური შეგრძნება იყო.
It was an odd sensation.
189566.
გედის საყვირი | თავი 4
ხვდებოდა, რომ ყველაზე მართებული ის იქნებოდა, წყნარად მჯდარიყო.
She knew that the proper thing to do was to sit still.
189567.
გედის საყვირი | თავი 4
მამალმა, რომელიც დილიდან თვალს არ აშორებდა ბუდეს, მაშინვე შენიშნა პაწია თავი.
The cob, who had been watching intently all day, saw the little head appear.
189568.
გედის საყვირი | თავი 4
გული სიხარულით შეუხტა.
His heart leapt up with joy.
189569.
გედის საყვირი | თავი 4
აი, უკვე მამა ვარ და მამობის ყველა საამურ ვალდებულებასა და მძიმე პასუხისმგებლობას ვკისრულობ.
I am a father, with all the pleasant duties and awesome responsibilities of fatherhood.
189570.
გედის საყვირი | თავი 4
– რამ გაფიქრებინა, რომ მაინცდამაინც ვაჟია?
"What makes you think it's a son?"
189571.
გედის საყვირი | თავი 4
ხვალისთვის გვეცოდინება.
We'll know by tomorrow.
189572.
გედის საყვირი | თავი 4
დილის მშვენიერი სურნელი იდგა.
The morning smelled delicious.
189573.
გედის საყვირი | თავი 4
თავის მორამდე რომ მივიდა, ჩამოჯდა და ჭოგრი მოიმარჯვა.
When he reached his log, he sat down and adjusted his glasses.
189574.
გედის საყვირი | თავი 4
მამალი გედიც იქვე იყო.
The cob was nearby.
189575.
გედის საყვირი | თავი 4
სემი ორივემ დაინახა, მაგრამ მის მოსვლას არც ერთი არ შეუწუხებია – პირიქით, გაუხარდათ.
Both saw Sam, but they didn't mind his being there—in fact, they rather liked it.
189576.
გედის საყვირი | თავი 4
– დღეს რამოდენა თვალები აქვს ბიჭს, – წაიჩურჩულა მამალმა.
"The boy seems to have very big eyes today," whispered the cob.
189577.
გედის საყვირი | თავი 4
– მე მგონი, ეგ დიდი თვალები სინამდვილეში საველე ჭოგრია.
"I think those big eyes are actually a pair of field glasses."
189578.
გედის საყვირი | თავი 4
– ზუსტად არ ვიცი, მაგრამ მგონი, როცა საველე ჭოგრით იყურები, ყველაფერს უფრო ახლოს და უფრო დიდად ხედავ.
"I'm not sure, but I think that when a person looks through field glasses, every thing appears closer and bigger."
189579.
გედის საყვირი | თავი 4
– მაგ ბიჭის ჭოგრში მეც იმაზე დიდი გამოვჩნდები, ვიდრე ვარ?
"Will the boy's glasses make me appear even larger than I am?"
189580.
გედის საყვირი | თავი 4
– შეიძლება, – მიუგო ცოლმა, – მაგრამ ნაკლებად მოსალოდნელია.
"It's possible," said his wife, "but it's not likely."