მოიძებნა 669200 ჩანაწერი
189661.
გედის საყვირი | თავი 5
– ახლა კი შენი წრიპინი მოვისმინოთ! – გასცა ბრძანება.
"Now let me hear you go beep!" he commanded.
189662.
გედის საყვირი | თავი 5
– აბა, დაიწრიპინე, ლუი: ხმამაღლა და გარკვევით!
"Say beep, Louis—loud and clear!"
189663.
გედის საყვირი | თავი 5
– აი, ასე: ჭუკ-ჭუკ-ჭუკ!
"Like this: burble, burble, burble."
189664.
გედის საყვირი | თავი 5
ლუიმ დაჭუკჭუკებაც სცადა.
Louis tried to burble.
189665.
გედის საყვირი | თავი 5
ლუიმ, მუნჯიო, რომ გაიგონა, თვალზე ცრემლი მოადგა.
When he heard the word "dumb," Louis felt like crying.
189666.
გედის საყვირი | თავი 5
– ვერ გამიგე, შვილო, – უთხრა ალერსიანად.
"You misunderstand me, my son," he said in a comforting voice.
189667.
გედის საყვირი | თავი 5
ამ სიტყვას ორი მნიშვნელობა აქვს.
This word has two meanings.
189668.
გედის საყვირი | თავი 5
არადა, სინამდვილეში, მე თუ მკითხავ, ჩემი ჭუჭულებიდან ალბათ სწორედ შენა ხარ ყველაზე საზრიანი, ყველაზე ნიჭიერი და ჭკვიანი.
Actually, I think you are perhaps the brightest, smartest, most intelligent of all my cygnets.
189669.
გედის საყვირი | თავი 5
სიტყვას ზოგჯერ ორი მნიშვნელობა აქვს.
Words sometimes have two meanings.
189670.
გედის საყვირი | თავი 5
თუ ვინმე ვერაფერს ხედავს, ბრმას ეძახიან.
A person who can't see is called blind.
189671.
გედის საყვირი | თავი 5
ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ვერაფრის თქმას ახერხებს.
That simply means he can't say anything.
189672.
გედის საყვირი | თავი 5
ლუიმ თავი დაუქნია.
Louis nodded his head.
189673.
გედის საყვირი | თავი 5
თუმცა, თავს კვლავაც უბედურად გრძნობდა.
He still felt unhappy, though.
189674.
გედის საყვირი | თავი 5
– არაბუნებრივ ვარამს გულს ნუ შეაჭმევინებ, – უთხრა მამამ.
"Do not let an unnatural sadness settle over you" said the cob.
189675.
გედის საყვირი | თავი 5
– გედი სიცოცხლით სავსე უნდა იყოს და არა სევდიანი; ნარნარი და არა ტლანქი; მამაცი და არა ლაჩარი.
"Swans must be cheerful, not sad; graceful, not awkward; brave, not cowardly.
189676.
გედის საყვირი | თავი 5
– დაიხსომე: ამქვეყნად ბევრი ჭაბუკია, ვისაც ესა თუ ის ფიზიკური ნაკლი აქვს.
"Remember that the world is full of youngsters who have some sort of handicap."
189677.
გედის საყვირი | თავი 5
– შენ აშკარად მეტყველების დეფექტით დაიბადე.
"You apparently have a speech defect."
189678.
გედის საყვირი | თავი 5
– შენს ასაკში სიმუნჯეს იქნებ ერთგვარი უპირატესობაც კი ჰქონდეს.
"There may even be some slight advantage, at your age."
189679.
გედის საყვირი | თავი 5
„ლაპარაკით მამაც ბევრს ლაპარაკობს“, – გაიფიქრა ლუიმ.
"My father does quite a lot of talking himself," thought Louis.
189680.
გედის საყვირი | თავი 5
– ამიტომაც, შვილო ჩემო, ხალისიანად იყავი, სიცოცხლით დატკბი, ფრენა ისწავლე, კარგად ჭამე და კარგად სვი!
"Therefore, my son, be of good cheer! Enjoy life; learn to fly! Eat well; drink well!"