მოიძებნა 669200 ჩანაწერი
189741.
გედის საყვირი | თავი 6
– ხომ ნახეთ, როგორც უნდა.
"You've seen how it's done."
189742.
გედის საყვირი | თავი 6
ლუი სხვებზე მოწადინებით არხევდა კისერს.
Louis pumped his neck harder than any of the others.
189743.
გედის საყვირი | თავი 6
თავები მიატრიალ-მოატრიალეს და ქარის მიმართულება შეამოწმეს.
They tested the wind by turning their heads this way and that.
189744.
გედის საყვირი | თავი 6
რაწამს ფეხები წყალს მოსწყვიტა, მიხვდა, ფრენა შემიძლიაო.
The minute his feet lifted clear of the water, he knew he could fly.
189745.
გედის საყვირი | თავი 6
– ვერც კი წარმოვიდგენდი, ფრენა ასეთი სასიამოვნო თუ იქნებოდა.
"I never knew flying could be such fun."
189746.
გედის საყვირი | თავი 6
აღტაცებული ვარ და თავბრუც არ მესხმის.
I feel exalted, and I'm not dizzy.
189747.
გედის საყვირი | თავი 6
შვიდი დიდებული ფრინველი ასე, ნახევარ საათს ტრიალებდა ჰაერში, მერე შვიდივენი ტბაზე დაბრუნდნენ. მამა გედი კვლავაც წინ მიუძღოდათ.
The seven great birds stayed aloft about half an hour, then returned to the pond, the cob still in the lead.
189748.
გედის საყვირი | თავი 6
ყველამ შესვა წყალი წარმატებული ფრენის აღსანიშნავად.
They all had a drink to celebrate the successful flight.
189749.
გედის საყვირი | თავი 6
მეორე დღეს ადრიანად გაიღვიძეს.
Next day they were up early.
189750.
გედის საყვირი | თავი 6
შემოდგომის მშვენიერი დილა გათენდა, ტბიდან ნისლი იკრიფებოდა და ხეები ათასფრად ბრდღვიალებდა.
It was a beautiful fall morning, with mist rising from the pond and the trees shining in all colors.
189751.
გედის საყვირი | თავი 6
საღამოს პირზე, როცა მზე დაბლა დაეშვა, გედები აფრინდნენ ტბიდან და მონტანისაკენ გაეშურნენ.
Toward the end of the afternoon, as the sun sank low in the sky, the swans took off from the pond and began their journey to Montana.
189752.
გედის საყვირი | თავი 6
იმ ბანაკს რომ გადაუფრინეს, რომელშიც სემ ბივერი იყო დაბანაკებული, ბიჭმა გაიგონა მათი ძახილი და გარეთ გავარდა.
As they passed over the camp where Sam Beaver was, he heard them and ran out.
189753.
გედის საყვირი | თავი 6
იდგა და უყურებდა, თანდათან როგორ პატარავდებოდნენ, ბოლოს კი მთლად გაქრნენ.
He stood watching as they grew smaller and smaller in the distance and finally disappeared.
189754.
გედის საყვირი | თავი 6
– რა იყო? – ჰკითხა მამამ, როცა სემი შინ შებრუნდა.
"What was it?" asked his father, when Sam returned indoors.
189755.
გედის საყვირი | თავი 6
– გედები, – მიუგო სემმა.
"Swans," replied Sam.
189756.
გედის საყვირი | თავი 6
– სამხრეთისკენ მიდიან.
"They're headed south."
189757.
გედის საყვირი | თავი 6
– მე მგონი, შორტი ხვალ მოვა და წაგვიყვანს.
"I think Shorty will be here tomorrow to take us out."
189758.
გედის საყვირი | თავი 6
– რომელი გედები იყვნენ?
"What kind of swans were they?"
189759.
გედის საყვირი | თავი 6
– მესაყვირეები, – მიუგო სემმა.
"Trumpeters," said Sam..
189760.
გედის საყვირი | თავი 6
ძილის დრო იყო.
It was bedtime.