მოიძებნა 669200 ჩანაწერი
189821.
გედის საყვირი | თავი 7
– რა ფრინველია? – ჰკითხა მასწავლებელმა.
"What kind of a bird is he?" asked the teacher.
189822.
გედის საყვირი | თავი 7
– პატარა მესაყვირე გედია.
"He's a young Trumpeter Swan."
189823.
გედის საყვირი | თავი 7
– ამ გაზაფხულზე გამოიჩეკა კანადაში, ახლა კი წითელკლდოვან ტბებზე ცხოვრობს, მაგრამ სხვა გედებივით კო-ჰოს ვერ ამბობს და ძალიან ცუდ დღეშია.
"He was hatched last spring in Canada and now lives in the Red Rock Lakes, but he can't say ko-hoh the way the other swans can."
189824.
გედის საყვირი | თავი 7
– აი, თქვენ რომ გნებავდეთ კო-ჰოს თქმა და ერთი ბგერის ამოთქმასაც კი ვერ ახერხებდეთ, არ შეწუხდებოდით?
"If you wanted to say ko-hoh and couldn't make a single solitary sound, wouldn't you feel worried?"
189825.
გედის საყვირი | თავი 7
– არც კი ვიცი, რას ნიშნავს.
"I don't even know what it means."
189826.
გედის საყვირი | თავი 7
– საიდან მოიტანე, რომ ფრინველს წერა-კითხვის სწავლა შეუძლია? გამორიცხულია!
"What makes you think a bird can learn to read and write? It's impossible."
189827.
გედის საყვირი | თავი 7
– რა ჰქვია?
"What's his name?"
189828.
გედის საყვირი | თავი 7
– არ ვიცი, – მიუგო სემმა.
"I don't know," replied Sam.
189829.
გედის საყვირი | თავი 7
ფრინველს გახედა.
She looked at the bird.
189830.
გედის საყვირი | თავი 7
ლუიმ თავი გააქნია.
Louis shook his head.
189831.
გედის საყვირი | თავი 7
– ლუი ხომ არ გქვია?
"Is your name Louis?"
189832.
გედის საყვირი | თავი 7
ლუიმ მთელი ძალ-ღონით დაუქნია თავი, ახტა-დახტა და ფრთები ააფართქუნა.
Louis nodded his head very hard and jumped up and down and flapped his wings.
189833.
გედის საყვირი | თავი 7
– ჰოი, აჩრდილო, დიდი კეისრისაო! – შესძახა მასწავლებელმა.
"Great Caesar's ghost!" cried the teacher.
189834.
გედის საყვირი | თავი 7
– ერთი, მაგის ფრთებს შეხედეთ!
"Look at those wings!"
189835.
გედის საყვირი | თავი 7
– მაშ, ლუი რქმევია, წყალი არ გაუვა.
"Well, his name is Louis—that's for sure."
189836.
გედის საყვირი | თავი 7
აი, აქ დადექი, დაფასთან!
"Stand right here by the blackboard."
189837.
გედის საყვირი | თავი 7
– თუ რაიმე მიზეზით გარეთ გასვლა მოგინდეს, ცალი ფრთა ასწიე.
"If you need to go outdoors for any reason, raise one wing."
189838.
გედის საყვირი | თავი 7
პირველკლასელები აყიჟინდნენ.
The first-graders cheered.
189839.
გედის საყვირი | თავი 7
თვალში მოუვიდათ ახალი მოწაფე და ერთი სული ჰქონდათ ენახათ, რისი შემძლე იყო.
They liked the looks of the new pupil and were eager to see what he could do.
189840.
გედის საყვირი | თავი 7
– წყნარად, ბავშვებო!
"Quiet, children! "