მოიძებნა 669200 ჩანაწერი
189941.
გედის საყვირი | თავი 9
ნისკარტით საყვირი ეჭირა.
In his beak was the trumpet.
189942.
გედის საყვირი | თავი 9
– მაღაზია გავძარცვე.
"I have robbed a store."
189943.
გედის საყვირი | თავი 9
რა შესაბრალისი ხვედრია ჩემისთანა სანაქებო ხასიათისა და მაღალი იდეალების მქონე ფრინველისათვის!
What a miserable fate for a bird of my excellent character and high ideals!
189944.
გედის საყვირი | თავი 9
რამ მიბიძგა ამ შემზარავი დანაშაულისაკენ?
What led me to commit this awful crime?
189945.
გედის საყვირი | თავი 9
მერე, სანამ თანაბრად მიფრინავდა საღამოს ცაში, პასუხიც მოვიდა.
Then the answer came to him, as he flew steadily on through the evening sky.
189946.
გედის საყვირი | თავი 9
ამასობაში ახალი ამბავი ელვის სისწრაფით მოედო ბილინგსს.
In Billings, the news spread rapidly.
189947.
გედის საყვირი | თავი 9
პირველად მოხდა, რომ საკრავების მაღაზიაში გედი შეიჭრა და საყვირი გაიტაცა.
This was the first time a swan had broken into a music store and made off with a trumpet.
189948.
გედის საყვირი | თავი 9
გაზეთის რედაქტორმა მაღაზიაში კორესპონდენტი გაგზავნა.
The editor of the newspaper sent a reporter to the store.
189949.
გედის საყვირი | თავი 9
რეპორტიორმა ინტერვიუ ჩამოართვა პატრონს.
The reporter interviewed the owner.
189950.
გედის საყვირი | თავი 9
საკრავების მაღაზიაში ვეება ფრინველი შეიჭრა.
LARGE BIRD BREAKS INTO MUSIC STORE
189951.
გედის საყვირი | თავი 9
თეთრმა გედმა ვიტრინა შეამტვრია, შეაღწია მაღაზიაში და ძვირფასი საყვირი გაიტაცა.
White Swan Crashes Through Window and Makes Off With Valuable Trumpet.
189952.
გედის საყვირი | თავი 9
ზოგიერთს სჯეროდა.
Some people believed it.
189953.
გედის საყვირი | თავი 9
იატაკზე დამჩნეული სისხლის ლაქებისკენ იშვერდნენ ხელს.
They pointed to the drops of blood on the floor.
189954.
გედის საყვირი | თავი 9
პოლიციელებმა პირობა დადეს, ქურდს ვიპოვით და დავაპატიმრებთო.
The police promised they would try to find the thief and arrest him.
189955.
გედის საყვირი | თავი 9
წითელკლდოვან ტბებზე კი ლუის დედა მოუთმენლად ელოდა ქმრის დაბრუნებას.
Back at the Red Rock Lakes, Louis's mother waited anxiously for her husband to return.
189956.
გედის საყვირი | თავი 9
შეამჩნია, რომ საყვირი მოჰქონდა.
She saw that he had a trumpet with him.
189957.
გედის საყვირი | თავი 9
კისერზე თასმით ეკიდა.
It was slung around his neck by its cord.
189958.
გედის საყვირი | თავი 9
– სად არის ლუი?
"Where is Louis?"
189959.
გედის საყვირი | თავი 9
– მინდა ახლავე გადავცე საყვირი.
"I want to give him his trumpet right away."
189960.
გედის საყვირი | თავი 9
– ლუი, ადამიანთა სამყოფელში ვიმოგზაურე.
"Louis, I have been on a journey to the haunts of men."